|
2017-05-29 16:40:04, 1741 ნახვა
საზოგადოება
თბილისში სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნება
თბილისში სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნება, რომელიც პრესტიჟული ფრანგული ბიზნესსკოლის - „ვატელის" ეგიდით იქნება წარმოდგენილი. უნივერსიტეტის პრეზენტაციას, მიწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. საქართველოს მთავრობის მეთაურმა პროექტის მნიშვნელობა შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში საქართველოს ეყოლება უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტები სასტუმროებისა და ტურიზმის მართვის სფეროში. „ეს არის ის, რაც დღეს საქართველოს სჭირდება, ვინაიდან საქართველოში ტურიზმი იზრდება იმაზე სწრაფად, ვიდრე ხდება პროფესიონალების მომზადება. უმნიშვნელოვანესია, რომ ისეთი საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდი, როგორიცაა „ვატელი", შემოდის საქართველოში და სულ მალე გვეყოლება საერთაშორისო კვალიფიკაციის სპეციალისტები ამ სფეროში. მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანია „ბლოკ ინვესტს" და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს ამ ინიციატივის განხორციელებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასწავლებელს ექნება საერთაშორისო მასშტაბი და დარწმუნებული ვარ, მეზობელი ქვეყნებიდან არაერთი ახალგაზრდა მოისურვებს საქართველოში ჩამოსვლას სასწავლებლად", - განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, აღნიშნული პროექტი სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის ინიციატივასთან - „ისწავლე საქართველოში", რომლის მიზანია საქართველო რეგიონულ საგანმანათლებლო ცენტრად იქცეს. მისივე თქმით, განათლების სფერო უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა საიმისოდ, რომ საქართველოში ტურიზმი წარმატებით განვითარდეს. „მხოლოდ თბილისში დღეს 15-მდე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო შენდება. თქვენ წარმოგიდგენიათ რამხელა მოთხოვნაზეა საუბარი პროფესიონალების კუთხით? საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში მიმდინარეობს ტურიზმის სფეროს განვითარება. ამიტომ, ჩვენ აუცილებლად უნდა გავხადოთ საქართველო მომხიბვლელი, არა მხოლოდ ლანდშაფტებით, არამედ მომსახურების სფეროს განსაკუთრებული ხარისხით, რათა მოვიზიდოთ ტურისტები. დღევანდელი დღე არის მნიშვნელოვანი, რადგან სულ მალე ჩვენ გვეყოლება საქართველოში საერთაშორისო დონის, უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალები სტუმარ-მასპინძლობის სფეროში", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. საერთაშორისო უნივერსიტეტის - „Vatel Georgia"-ს პრეზენტაციის ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს, „Block Invest"-სა და Vatel ჯგუფს შორის.
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)