|
2017-05-25 21:56:14, 2462 ნახვა
საზოგადოება სხვადასხვა
არის თუ არა საქართველო ISIS-ის სამიზნე - აჭარაში მუსლიმი თემის ლიდერებს ემუქრებიან
ამერიკელი მკვლევარი ბენეტ კლიფორდი Twitter-ში ინფორმაციას და ფოტოს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ქართველი მხარდამჭერები საქართველოში მუსლიმი თემის წარმომადგენლებს პირდაპირ ემუქრებიან. ფოტოზე გამოსახულ პირებს შორის არიან საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე, ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე, მუსლიმთა სამმართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მთავარი მუფთის მოადგილე ადამ შანთაძე. როგორც მკვლევარი წერს, ეს არ არის საქართველოში მუსლიმი თემის მიმართ პირველი მუქარი. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ISIS სისტემატიურად იყენებს სპეციალურ ქსელ ტელეგრაფს, იმისთვის, რომ მუქარის შემცველი გზავნილები გაავრცელოს. ინფორმაციის გასარკვევად "ექსპრესნიუსი" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს. "გამოძიებაში აღნიშნული ფაქტიც არის გაერთიანებული. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება", - აცხადებენ უწყებაში. ექსპერტების შეფასებით, საქართველი "ისლამური სახელმწიფოს" პირდაპირი სამიზნე არ არის, თუმცა შესაბამისმა სტრუქტურებმა ამ მიმართულებით მუშაობა არ უნდა შეწყვიტონ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)