|
2015-04-16 10:03:52, 415 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: დაჩქარებული წესით ვანიჭებთ სტატუსს ყველას, ვინც საქართველოს საზღვარს მოადგება
„ჩვენ დაჩქარებული წესით ვანიჭებთ სტატუს ყველა იმ ადამიანს, რომელიც საქართველოს საზღვარს მოადგება“,-ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა სირიიდან და ერაყიდან შემოსულთათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით განაცხადა. სუბარის თქმით, ხელისუფლებას სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ლიბერალური მიდგომა აქვს. „ჩვენ ძალიან ლიბერალური მიდგომა გვაქვს და ძალიან გამარტივებული წესით, დაჩქარებული წესით ვანიჭებთ სტატუსს ყველა იმ ადამიანს, ვინც მოადგება ჩვენს საზღვარს. დაახლოებით ბოლო 2 წლის განმავლობაში 2100-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა საქართველოში, თუმცა უმრავლესობას საბოლოო ჯამში სტატუსი აღარ მოუთხოვია, როცა აღოაჩინეს, რომ ეს მათ არ აძლევდათ მესამე ქვეყანაში გადასვლის საშუალებას“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)