11:22 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 12:31:21, 2335 ნახვა

მსოფლიო
პუტინი მანჩესტერის ტერაქტზე: ვიმედოვნებთ, რომ დანაშაულის შემკვეთები დამსახურებულ სასჯელს არ ასცდებიან

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქალაქ მანჩესტერში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.

"მტკიცედ ვგმობთ ამ ცინიკურ და არაადამიანურ დანაშაულს. ვიმედოვნებთ, რომ დანაშაულის შემკვეთები დამსახურებულ სასჯელს არ ასცდებიან", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ტერორისტული აქტი დაგმო და დაადასტურა მზაობა “ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად ანტიტერორისტული თანამშრომლობა განავითაროს როგორც ორმხრივი, ასევე საერთაშორისო ძალისხმევის ფარგლებში“. 

შეგახსენებთ, რომ ქალაქ მანშესტერში ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა, 59 კი დაშავდა. აფეთქება პოპ მომღერალის არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა, თვითონ მომღერალი კი არ დაშავებულა. პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს - კახეთში 100 კგ-მდე კანაფი ამოიღეს, დაკავებულია 3 პირი
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics