|
2017-05-23 10:58:19, 1430 ნახვა
საზოგადოება
მეტროსადგურ „დიდუბის“ და გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობის კონსტრუქციები აიღეს
თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა მეტროსადგურ ,,დიდუბის“ და გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. "თბილსერვის ჯგუფის’’ თანამშრომლებმა ტერიტორია დაასუფთავეს. მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა დაგეგმილი ღონისძიების შესახებ გარემოვაჭრეები რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილეს. თბილისის მერის მოადგილის, გიგა ნიკოლეიშვილის განცხადებით, ამით დედაქალაქში გარევაჭრობის საწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულებულია. ,,ერთდროულად ორ ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი ღონისძიებები. ეს არის მეტროსადგურ დიდუბის და გადასასვლელი ხიდის ტერიტორია. ამ ადგილებიდან გააქვთ რკინის კონსტრუქციები, რომელიც განკუთვნილი იყო გარევაჭრობისათვის. ბაზრის დირექციასთან მიღწეულია შეთანხმება, რომ 160 გარემოვაჭრე ბაზრის ტერიტორიაზე, 6 თვის განმავლობაში უსასყიდლოდ შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას. ამით დედაქალაქში გარევაჭრობის საწინააღმდეგო ღონისძიებები სრულდება", - განაცხადა გიგა ნიკოლეიშვილმა. როგორც უკვე ცნობილია, ბაზრობების ასოციაცია, ექვსი თვის განმავლობაში შეღავათიანი პირობებით, გარემოვაჭრეებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით, ადგილებს დაუთმობს, ბაზრობების დირექცია კი მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის. გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ ,,დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ. შეგახსენებთ, გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით, თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებს, ასევე მაჟორიტარ დეპუტატებს მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს. გარდა იმისა, რომ გარევაჭრობა უკანონოდ ხორციელდება, ასევე, ირღვევა მალფუჭებადი პროდუქციის შენახვის პირობები, ხდება გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ჩნდება ანტისანიტარია, მახინჯდება თბილისის იერსახე და ფერხდება გადაადგილება. თბილისის მერიამ უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს, მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო.
(NS)
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)