|
2017-05-19 17:45:19, 1973 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: რუსეთის მხრიდან ყოველდღიური აგრესია გრძელდება და ოკუპირებული ტერიტორიები სამხედრო ბაზად იქცა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ყოველდღიური აგრესია გრძელდება და ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის სამხედრო ბაზად იქცა, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პოლონეთში „კაზიმირ პულასკის“ ფონდის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, რუსეთი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს. „რუსეთი აგრძელებს ანექსიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, სოციალურ სისტემებში ინტეგრაციით, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. შეთანხმებების ხელმოწერით ახორციელებს. ანექსიის პოლიტიკის კვალდაკვალ, საოკუპაციო რეჟიმმა, რუსეთის კონტროლის ქვეშ, რეგიონისთვის სახელის შეცვლის მიზნით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერენდუმი ჩაატარა. ცივი ომის ბნელი დღეების მსგავსად, ქართული მიწა მავთულხლართებითაა მონიშნული; საოკუპაციო ხაზთან ადამიანთა გატაცება და პროვოკაციები, ჩვეულებრივი მოვლენაა. ეთნიკურად ქართული მოსახლეობის დისკრიმინაცია და შეურაცხყოფა ასევე, სამწუხარო ნორმაა. გალის რაიონში ქართული ენის აკრძალვით, ბავშვები არა მხოლოდ მშობლიურ ენაზე მიღებული განათლების, არამედ, სათანადო განათლების გარეშე დარჩნენ, რადგან პედაგოგები არ იყვნენ მზად ამ ცვლილებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კობახიძის შეფასებით, ვითარება კიდევ უფრო საგანგაშოა, იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომა არ აქვთ. "ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) არის ერთადერთი ადგილზე მყოფი საერთაშორისო მისია, მაგრამ მას აკრძალული აქვს შესვლა ოკუპირებულ ტერუტორიებზე. მაშასადამე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატის სრულად შესრულება არ ძალუძს. მიუხედავად რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების პროვოკაციული ნაბიჯებისა, საქართველო მტკიცედ აგრძელებს კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრის პოლიტიკას, ექსკლუზიურად პოლიტიკურ და დიპლომატიურ გზებზე დაყრდნობით. ჩვენ ცალმხრივად დავდეთ პირობა ძალის არგამოყენების შესახებ და ვაგრძელებთ პრაგმატულ მიდგომას რუსეთთან, რაც მიზნად ისახავს დაძაბულობის დეესკალაციას. ჩვენ ვაგრძელებთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში კონსტრუქციულ მონაწილეობას, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპრაკებების ერთადერთი ფორმატია”, - განახცადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს ჟენევის ფორმატში შედეგზე ორიენტირებული დისკუსიისთვის და ძალის არგამოყენების, ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ზომების შექმნის და დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების საქმეში პროგრესის მიღწევისთვის. "ჩვენ განსაზღვრული გაქვს, საქართველოს ევროპული დღის წესრიგის სიკეთეები ხელმისაწვდომი გავხადოთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები თანამოქალაქეებისთვის.საერთაშორისო საზოგადოებამ თვალი არ უნდა დახუჭოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე და უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე.საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიცია უმნიშვნელოვანესია, რათა რუსეთს მკაფიო გზავნილი გაეგზავნოს, რომ საქართველოს ტერიტორული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა და ევროპაშისაზღვრების გადაწევა შეჭრისა და ოკუპაციის გზით - მიუღებელია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსულმა სამხედრო აგრესიამ დრამატულად გააუარესა უსაფრთხოების მხრივ სიტუაცია ევრო-ატლანტიკურ სივრცეში. "2008 წელს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციამ და 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიამ მნიშვნელოვნად გაზარდა უსაფრთხოების გამოწვევები და დაარღვია მშვიდობა შავი ზღვის რეგიონში. ახალმა რეალობამ ნელნელა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი აიძულა, კიდევ ერთხელ გადაეხედა შესაძლებლობებისთვის", - აღნიშნა მან.
10 ნოემბერს საქართველოს ბანკი მშობლებისთვის ვებინარს მართავს: მომავლის პროფესია, განათლება და მშობლის როლი AI-ის ეპოქაში
რუსეთმა საფრანგეთში გამართული საპროტესტო აქციები მთავრობის დისკრედიტაციისთვის გამოიყენა
რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - როსსელხოზნადზორი ვიზიტს აჯამებს
სიორიძე - ვაპირებთ, ოცნებას ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)