|
2017-05-19 17:05:41, 1537 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ საკრებულოს მწვანე ნარგავების მოვლის ახალი პროექტი წარუდგინა
თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა „ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის’’ მოქმედ რედაქციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე პროექტი მოამზადა და დასადგენად საკრებულოს წარუდგინა. როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული ახალი პროექტის თანახმად, დადგინდება მწვანე ნარგავების მოჭრის ნებართვის გაცემის წესი და პირობები, საკომპენსაციო რგვის განხორციელების წესი და პირობები, ასევე, მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირისათვის საჭირო პირობები/კრიტერიუმები და მწვანე ნარგავების გადარგვისათვის საჭირო კრიტერიუმები. „აღსანიშნავია, რომ მოქმედი რედაქციისგან განსხვავებით, ახალი წესი დეველოპერის მიერ საკომპენსაციო რგვებს ითვალისწინებს და აღნიშნულთან დაკავშირებით, ასევე ნარგავების შემდგომ მოვლა-პატრონობაზე მონიტორინგს მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური უშუალოდ განახორციელებს. გარდა ამისა, ახალი პროექტის თანახმად, გადარგვის პირობებს შეითანხმებს და შემდგომში მონიტორინგს განახორციელებს მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური, რასაც ძველი რედაქცია არ ითვალისწინებდა. ამასთან, წესის დამტკიცების შემთხვევაში, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური შექმნის მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე უფლებამოსილ ექსპერტთა მონაცემთა ბაზას და მხოლოდ ის ექსპერტები შეძლებენ დარეგისტრირებას, რომლებიც დააკმაყოფილებენ მოთხოვნილ კრიტერიუმებს და წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტაციას. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას არ დაექვემდებარებიან ის ექსპერტები, რომელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ან გაცემული დასკვნის სიყალბე დადგინდება. შესაბამისად, მწვანე ნარგავების მოჭრა-გადარგვაზე ნებართვა არ გაიცემა, თუ დაინტერესბეული პირი ვერ წარმოადგენს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ექსპერტის მიერ მწვანე ნარგავების შეფასებაზე გაცემულ დასკვნას, რაც ერთგვარი პრევენციული ღონისძიებაა. „ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის’’ პროექტი „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილების თანახმად, დადგენილ ვადაში მომზადდა“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
(NS)
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)