|
2017-05-19 14:36:03, 2214 ნახვა
მსოფლიო
შვედეთის პროკურატურამ WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ აღძრული საქმე დახურა
შვედეთის პროკურატურამ WikiLeaks-ის საიტის დამფუძნებელის ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დახურა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სისხლის სამართლი საქმე გაუპატიურებას ეხებოდა. თვითონ ასანჟი ბრალდებებს უარყოფდა და აცხადებდა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო. "პროკურორმა მარიან ნიუმ დღეს მიიღო გადაწყვეტილება დაეხურა წარმოებაში არსებული საქმე, რომელიც ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ იყო აღძრული. ასანჟს ბრალი გაუპატიურებაში ედებოდა", - ნათქვამია ინფორმაციაში. დამატებითი დეტალები უცნობია, თუმცა საქმის პროკურორი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს. ამასთან, ლონდონის პოლიციაში აცხადებენ, რომ თუ ასანჟი ეკვადორის საელჩოს დატოვებას, ისინი მას დააკავებენ. "ვესტმინსტერის სასამართლომ ჯულიან ასანჟის დაპატიმრების ორდერი 2012 წლის 29 ივნისს გასცა, მას შემდეგ რაც ის სასამართლოში არ გამოცხადდა. პოლიცია ვალდებულია ორდერის შესაბამისი ღონისძიებები ჩაატაროს, იმ შემთხვევაში თუ საქმის ფიგურანტი საელჩოს შენობას დატოვებს", _ აღნიშნულია ლონდონის პოლიციის განცხადებაში. ცნობისთვის, WikiLeaks-ის საიტის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი მიუხედავად საქმის დახურვისა, თვაისუფალ გადაადგილებას კვლავ ვერ ახერხებს. თუმცა, ასანჟის ადვოკატის თქმით, "პროკურატურის გადაწყვეტილება გამარჯვების ტოლფასია". როგორც BBC წერს, იმ პერიოდში როდესაც ასანჟის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ის დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა. ასანჟი აცხადებდა, რომ შვედეთში ექსტრადირების შემთხვევაში, ის შესაძლოა ამერიკას გადასცენ. აქედან გამომდინარე, 2012 წლის შემდეგ ასანჯი ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოს ტერიტორიას არ ტოვებს, სადაც მან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. შეგახსენებთ, რომ შვედეთის პროკურატურას ჯულიან ასანჟის დაკითხვა შესაძლო გაუპატიურების გამო სურდა. 2010 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასანჟი WikiLeaks-ში მომუშავე ორი სტაჟიორ ქალზე სექსუალურად ძალადობა. ასანჟი ბრალდებებს უარყოფდა, ხოლო სავარაუდო მსხვერპლებს სასამართლოში ფორმალური სარჩელი არ შეუტანიათ.
შსს - კახეთში 100 კგ-მდე კანაფი ამოიღეს, დაკავებულია 3 პირი
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)