|
2017-05-18 17:18:38, 1975 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროში BMJ ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში BMJ ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. სხდომა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა. მან ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის მიმართ მადლიერება გამოხატა და აღნიშნა, თუ რამდენად დიდი როლი აქვს ქართული მედიცინის პროგრესში. "ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალთან თანამშრომლობა დიდი შესაძლებლობების ფართო არეალს ქმნის. პროექტის ერთ წლიანი მიმდინარეობის პროცესში უკვე ასობით ქართველი ექიმი ჩაერთო და ვფიქრობ დღეს მოგვეცემა შესაძლებლობა დავსახოთ სამომავლო გაფართოებული თანამშრომლობის გეგმები”, - განაცხადა დავით სერგეენკომ. შეხვედრაზე მიმდინარე აქტივობები განიხილეს და შესრულებული სამუშაოები შეაფასეს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ქართულენოვანი პორტალის სრულყოფაზე, სადაც, 2017 წლის ოქტომბერში სხვადასხვა კლინიკური დარგის 85 თარგმნილი მოდული განთავსდება. მოდული ხელმისაწვდომი იქნება პრაქტიკოსი ექიმებისთვის დაავადების დიაგნოსტიკის, პროგნოზირების, მართვის და პრევენციის კუთხით. როგორც ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალის კლინიკურმა რედაქტორმა კირან ვოლშმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჟურნალი პროექტის მიმართ ქართველი ექიმების კმაყოფილებით მოხარულია. მან იმედი გამოთქვა, რომ ქართულენოვანი პორტალის სრულყოფა მალე მოხდება, რაც ქართველი პაციენტების ჯანდაცვას უფრო უსაფრთხოს გახდის. BMJ–ის საგანმანათლებლო პლატფორმის დანერგვის პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს უწყვეტი სამედიცინო განათლების ფორმებსა და აკრედიტაციის წესების სრულყოფასა და შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნაზე. აკრედიტაციის მექანიზმი გათანაბრებული იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან და ადაპტირებული ქართულ კანონმდებლობასთან. დაგეგმილია BMJ–ის პლატფორმაში კლინიცისტების რაოდენობის გაზრდა და სოფლის ექიმების ჩართვა. დღეის მდგომარეობით პორტალში ჩართულია მსხვილი კლინიკებისა და წამყვანი ჰოსპიტალური ქსელების კლინიცისტები (1000–ზე მეტი მომხმარებელი). BMJ-ის პორტალი მოიცავს სამედიცინო განათლების, დიაგნოსტირების, მონაცემთა ანალიზისა და ხარისხის გაუმჯობესების სასწავლო მოდულებს. ჰყავს 100,000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი. საიტს წელიწადში 3 მილიონ მონახულებაზე მეტი აქვს. სისტემა იძლევა უსგ / უპგ თვალის მიდევნების, ადგილობრივ ენებზე თარგმნის და ეროვნული გაიდლაინების ჩასმის საშუალებას. BMJ-ის მოდულები აკრედიტებულია 20-ზე მეტ ქვეყანაში. პროექტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით 2016 წლის აგვისტოში ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალთან - BMJ თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყო. საგანმანათლებლო პროექტი ხორციელდება პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და ინფექციონისტებისთვის საქართველოს მასშტაბით. აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს 3 წლიან პროექტს, რომლის ფინანსურ მხარდაჭერას აშშ თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA) უზრუნველყოფს.
(NS)
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)