|
2015-04-14 16:09:34, 457 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი დანიის, შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დანიის, შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები საქართველოს ევროპული გზა, თანამშრომლობა ნატო-სა და ევროკავშირთან და რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პერსპექტივები იყო. მარტინ ლიდეგორდმა, მარგოთ ვოლსტრომმა და გჟეგოჟ სხეტინამ ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელოვან წევრ სახელმწიფოს, ვიზის ლიბერალიზაციის საკითხის წარმატებით გადაწყვეტაში. პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოს ევროპული მისწრაფებების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადია, რადგან ის საერთო ეროვნულ არჩევანს წარმოადგენს. მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველო-პოლონეთს შორის გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობას, რომელიც თანამშრომლობის სრულიად ახალ ფორმატს - თბილისის დეკლარაციას აფუძნებს და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებაში პოლონეთის როლის ამაღლებას გულისხმობს. გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო რეჟიმებთან მოკავშირეობის შესახებ ე.წ შეთანხმებების გაფორმებას და საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმ ქვეყნებთან, რომელთა საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისს სტუმრობენ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)