17:11 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-17 11:46:36, 1927 ნახვა

პოლიტიკა
დონალდ ტრამპი: საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატია მსოფლიოსათვის კვლავ შთამაგონებელია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საქართველო - ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს ულოცავს.

დონალდ ტრამპის წერილს საქართველოს პრეზიდენტის  ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ბატონო პრეზიდენტო, ჩვენი ქვეყნების დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსურს გადმოგცეთ თქვენ და ქართველ ხალხს ჩემი გულთბილი სურვილები და გამოვხატო გულწრფელი მადლიერება ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობისა და თანამშრომლობისათვის.

ჩვენი პარტნიორობის საუკუნის პირველ მეოთხედში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ შექმნეს მჭიდრო ტრანსატლანტიკური კავშირი. ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს და მათ დასაცავად, რთულ ვითარებაში ყოველთვის ერთად ვდგავართ საერთაშორისო ტერორიზმისა და რეგიონული არასტაბილურობის წინააღმდეგ.

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ, ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს უფლებას თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატია მსოფლიოსათვის კვლავ შთამაგონებელია.

მე და ჩემი ადმინისტრაცია მოუთმენლად ველით თქვენთან და საქართველოს მთავრობასთან მომავალ თანამშრომლობას, საერთო ღირებულებებისა და ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობის განვითარებისათვის“, - ნათქვამია დონალდ ტრამპის წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
10 ნოემბერს საქართველოს ბანკი მშობლებისთვის ვებინარს მართავს: მომავლის პროფესია, განათლება და მშობლის როლი AI-ის ეპოქაში
რუსეთმა საფრანგეთში გამართული საპროტესტო აქციები მთავრობის დისკრედიტაციისთვის გამოიყენა
რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - როსსელხოზნადზორი ვიზიტს აჯამებს
სიორიძე - ვაპირებთ, ოცნებას ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics