16:59 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-12 20:49:42, 1980 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ეროვნული ინტერესები და ეს ინტერესები აუცილებლად იქნება დაცული

„ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული ეროვნული ინტერესები და ეს ინტერესები აუცილებლად იქნება დაცული“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ  ირაკლი კობახიძემ უცხოელებზე მიწის გასხვისების საკითხთან დაკავშირებით  ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციაში მიწასთან დაკავშირებით ცვლილება შედის და მიწა განისაზღვრება, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი.

„კონსტიტუციაში შედის ცვლილება მიწასთან დაკავშირებით. კერძოდ, მიწა განისაზღვრება, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი და გარდა ამისა, აღინიშნება, რომ ორგანული კანონით წესრიგდება მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, რაც ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ერთი მხრივ, არ შევზღუდოთ ის პოზიტიური ინვესტიციები, რომელიც შემოდის საქართველოში, მათ შორის, აგრარულ სფეროში და ასევე, ეს მოგვცემს ამ საკითხის სათანადოდ რეგლამენტირების საშუალებას. ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული ეროვნული ინტერესები და ეს ინტერესები აუცილებლად იქნება დაცული“,- განაცხადა კობახიძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
10 ნოემბერს საქართველოს ბანკი მშობლებისთვის ვებინარს მართავს: მომავლის პროფესია, განათლება და მშობლის როლი AI-ის ეპოქაში
რუსეთმა საფრანგეთში გამართული საპროტესტო აქციები მთავრობის დისკრედიტაციისთვის გამოიყენა
რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - როსსელხოზნადზორი ვიზიტს აჯამებს
სიორიძე - ვაპირებთ, ოცნებას ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics