16:47 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-12 15:29:19, 1952 ნახვა

პოლიტიკა
ესტონეთის პრემიერი: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის იური რატასის განცხადებით, არ გვახსოვდეს, რომ  საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ისევ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

როგორც რატასმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„ვულოცავ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებას. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე და საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის დიდი წარმატება. აღმოსავლეთ პარტნიორობა წარმოადგენს ესტონეთის გრძელვადიან პრიორიტეტს და ჩვენი მიზანია მისი განმტკიცება ესტონეთის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, რომელიც ივლისში იწყება. როგორც იცით, 24 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მაღალი რანგის წარმომადგენლობა და რეალური შედეგები ამ სამიტზე. მოვუწოდებ ჩემს ძვირფას კოლეგას, სრულად გამოიყენოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრის მიერ უზრუნველყოფილი კონკრეტული გზები შესაბამისი მიზნების მისაღწევად და საქართველოში რეფორმების გასაღრმავებლად. ჩვენი თანამშრომლობა თავდაცვის, განათლების, ელექტრონული მმართველობის სფეროებში, ასევე - ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე, ძალიან პოზიტიურია. შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გზები. მიმაჩნია, რომ ამისთვის უზარმაზარი პოტენციალი არსებობს. ესტონური საგადასახადო მოდელის ადაპტირება ამის ნათელი მაგალითია. მეორე მხრივ, აუცილებელია ორმხრივი ინვესტიციების გაზრდაც“, - განაცხადა იური რატასმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
10 ნოემბერს საქართველოს ბანკი მშობლებისთვის ვებინარს მართავს: მომავლის პროფესია, განათლება და მშობლის როლი AI-ის ეპოქაში
რუსეთმა საფრანგეთში გამართული საპროტესტო აქციები მთავრობის დისკრედიტაციისთვის გამოიყენა
რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - როსსელხოზნადზორი ვიზიტს აჯამებს
სიორიძე - ვაპირებთ, ოცნებას ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics