|
2017-05-12 15:27:47, 1759 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ესტონელ კოლეგას იური რატასს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ესტონეთის რესპუბლიკაში, ესტონელ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილს იური რატასმა სტენბოკის სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრის ძირითადი თემები არაერთ სფეროში საქართველო-ესტონეთის ორმხრივი თანამშრომლობის წარმატებული განვითარება, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი იყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესტონეთს წარმატებები უსურვა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულებაში, რომელსაც ქვეყანა უახლოეს მომავალში დაიწყებს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ესტონეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთ პრიორიტეტად აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდაჭერის გამოცხადებას და იმედოვნებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი პრაქტიკული და ხელშესახები შედეგებით დასრულდება. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ყველა ის პოლიტიკური და მატერიალურ-ტექნიკური შედეგი, რომელიც შეიძლება, სამიტს მოჰყვეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესტონეთს საქართველოს ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. ამ კონტექსტში პრემიერმა განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია. მხარეების შეფასებით, 2017 წელი მნიშვნელოვანია ორმხრივ ურთიერთობებშიც, რადგანაც წელს აღინიშნება საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავი. პრემიერ-მინისტრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს მრავალი მიმართულებით ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკა; ასევე, ისაუბრეს პოზიტიურ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არსებული თანამშრომლობა სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმასთან, რომელიც ესტონურ მოდელზე დაფუძნებულ საგადასახადო რეფორმას, მეწარმეობის ხელშეწყობას, ელექტრონულ მმართველობას და საგანმანათლებლო რეფორმას მოიცავს. პრემიერ-მინისტრებმა ისაუბრეს სამეცნიერო, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, ასევე "სტარტაპების" ხელშეწყობის მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალზე. შეხვედრისას, ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა. შეხვედრის შემდეგ, იური რატასმა ქართველ კოლეგას სტენბოკის სასახლე დაათვალიერებინა.
10 ნოემბერს საქართველოს ბანკი მშობლებისთვის ვებინარს მართავს: მომავლის პროფესია, განათლება და მშობლის როლი AI-ის ეპოქაში
რუსეთმა საფრანგეთში გამართული საპროტესტო აქციები მთავრობის დისკრედიტაციისთვის გამოიყენა
რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - როსსელხოზნადზორი ვიზიტს აჯამებს
სიორიძე - ვაპირებთ, ოცნებას ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)