|
2017-05-12 13:53:31, 2034 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ახალი რეგულაციის თანახმად უზენაეს სასამართლოში სულ მცირე 28 მოსამართლე იქნება გაერთიანებული
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე სასამართლოს დამოუკიდებლობასა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობაზე ისაუბრა. კობახიძის განმარტებით, დღეს თუ 13 მოსამართლით არის წარმოდგენილი უზენაესი სასამართლო, ახალი რეგულაციის თანახმად ის სულ მცირე 28 მოსამართლით იქნება გაერთიანებული. „რაც შეეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, ესეც არის უზრუნველყოფილი მთელი რიგი ჩანაწერებით. კერძოდ, მაგალითად დგინდება მინიმალური რაოდენობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების. დღეს არის 13 მოსამართლე წარმოდგენილი უზენაეს სასამართლოში და ახალი რეგულაციის თანახმად სულ მცირე 28 მოსამართლე იქნება გაერთიანებული უზენაეს სასამართლოში, რაც ბუნებრივია გააძლიერებს ამ კონსტიტუციურ რგოლს“,-განაცხადა კობახიძემ. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს. კობახიძემ განმარტა, რომ ეს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო. „გარდა ამისა იცვლება პრეზიდენტის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს საქართველოს პარლამენტში, რაც იყო ასევე ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომელიც მან მოგვცა 2010 წელს და ესეც უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის გაძლიერებას. ასევე დგინდება მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპი. თქვენ გახსოვთ, რომ წლების განმავლობაში ამ პრინციპის არ არსებობა ძალიან „ძალიან კარგად“ გამოიყენებოდა წინა ხელისუფლების მიერ იმისათვის, რომ განხორციელებულიყო ზეწოლა მოსამართლეებზე. კერძოდ მაგალითად, ერთი რეგიონიდან მეორე რეგიონში გადაჰყავდათ მოსამართლეები იმისათვის, რომ შეექმნათ მათთვის დისკომფორტი და ამით განეხორციელებინათ მოსამართლეებზე ზეწოლა. გარდა ამისა დგინდება სპეციალური ნორმა კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც სასამართლოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია არ შეიძლება გახდეს მოსამართლის გათავისუფლების საფუძველი. აქაც გვახსოვს მძიმე წარსული 2004 წელს ასეთი რეგულაციის არ არსებობის პირობებში პრაქტიკულად, სრული საკადრო წმენდა განხორციელდა სასამართლო სისტემაში. ამისგან ჩვენ ვიზღვევთ თავს იმ რეგულაციებით, რომელიც ემატება საქართველოს კონსტიტუციას“,- დასძინა კობახიძემ.
10 ნოემბერს საქართველოს ბანკი მშობლებისთვის ვებინარს მართავს: მომავლის პროფესია, განათლება და მშობლის როლი AI-ის ეპოქაში
რუსეთმა საფრანგეთში გამართული საპროტესტო აქციები მთავრობის დისკრედიტაციისთვის გამოიყენა
რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - როსსელხოზნადზორი ვიზიტს აჯამებს
სიორიძე - ვაპირებთ, ოცნებას ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)