|
2017-05-11 20:24:57, 1003 ნახვა
სხვადასხვა
ყველაფერი, რაც დონალდ ტრამპმა Twitter-ში დაწერა - შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილთან პოსტებს შორისაა
გამოცემა Los Angeles Times ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის Twitter-ის გვერდის მიმოხილვას ავრცელებს. გამოცემის მიერ გავრცელებულ მასალაში, სადაც დონალდ ტრამპის ყველა Twitt-ია მოყვანილი, აშშ-ის პრეზიდენტის და ქარათველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრაც მოხდა. მასალის ავტორი ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტთან მაიკ პენსთან ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ტრამპმა საქართველოს პრემიერი ოვალურ კაბინეტში მიიპატიჟა. Los Angeles Times-მა თეთრი სახლის განცხადებაც გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას გლობალურ უსაფრთხოებაში და კიდევ ერთხელ საქართველოს ევროატლატიკური მისწრაფებებისადმი, მათ შორის ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით აშშ-ის მხარდაჭერა დაადასტურა. გარდა ამისა, პენსმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა. როგორც გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ მასალაშია ნათქვამი, საქართველოს უთანხმოება აქვს რუსეთის ფედერაციასთან, რადგან მას ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. ამის პარალელურად მედია საშუალება, ტრამპის მიერ ხელმოწერილ საბიუჯეტო კანონსაც ახსენებს, რომელშიც სწორედ საქართველოს რეგიონების ოკუპაციაზეა საუბარი. მასალა - „ყველაფერი რაც ტრამპმა „Twitter“-ში დაწერა, აშშ-ის პრეზიდენტის ფაქტობრივად ყველა Twitt-ს მოიცავს და ასევე იმ მნიშვნელოვან თემებსაც ასახელებს, რომლებსაც ტრამპი Twitter-ში არ გამოეხმაურა. საკითხები, რომლებსაც ტრამპი ყველაზე მეტჯერ შეეხო არის სამხრეთ კორეასთან არსებული ვითარება, ასევე რუსეთთან. ლავროვის ვიზიტი კი ერთ-ერთი ბოლო Twitt-ია. აშშ-ის პრეზიდენტი ხშირად ეხმაურება გარკვეულ ბრალდებებს მის მიმართ. კიდევ ერთი Twitt-ი ტრამპმა საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებსა და მასში ცენტრისტის, ემანუელ მაკრონის გამარჯვებას შეეხო. ტრამპის ბოლო Twitt-ს შორისაა მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ყველა Twitt-ის ნახვა შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულზე: http://www.latimes.com/politics/la-pol-updates-everything-president-trump-dismisses-russia-probe-as-1494284166-htmlstory.html
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)