|
2015-04-14 11:50:31, 799 ნახვა
ეკონომიკა
პირველად საქართველოში, „თიბისი ბანკი” მიკროსესხებს მომხმარებლის სამუშაო ადგილზე გასცემს
„თიბისი ბანკმა“ მომსახურების ინოვაციური პლატფორმა დანერგა - ამიერიდან „თიბისი ბანკის“ მიკრო და აგრობიზნეს მომხმარებლებისთვის სესხის აღება ბანკში მიუსვლელად, საკუთარ სამუშაო ადგილზეა შესაძლებელი. „თიბისი ბანკი“ პირველი ქართული ბანკია, რომელმაც მიკრო სესხების გაცემა ბანკის გარეთ, მომხმარებლის სამუშაო ადგილზე დაიწყო. დისტანციური მუშაობისთვის ბანკი იყენებს სპეციალურ პლანშეტებს, რომლებიც საშუალებას იძლევა სესხის გაცემა მოხდეს ბანკის ფილიალს გარეთ, კლიენტის სამუშაო ადგილზე, მისი ბიზნესის ლოკაციაში ან მისთვის ხელსაყრელ სხვა ადგილზე. სესხის გაცემის პროცედურა დაახლოებით 45 წუთს საჭიროებს. დროის ამ ვადაში: ბანკის თანამშრომელი კლიენტს გააცნობს სესხის პირობებს; მისი მხრიდან სესხით დაინტერესების შემთხვევაში შეავსებს ყველა საჭირო დოკუმენტაციას და დაამტკიცებს სესხს; სესხის თანხას დარიცხავს პლასტიკურ ბარათზე, რომელსაც იქვე გადასცემს მომხმარებელს. ამ ინოვაციური ტექნოლოგიის მეშვეობით „თიბისი ბანკი” თავის მომხმარებლებს მიკრო სესხებს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში შესთავაზებს. დღეისათვის აღნიშნულ მომსახურებას „თიბისი ბანკის“ 140 თანამშრომელი საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე ახორციელებს. მომავალში პლანშეტით მომსახურე ბანკირების რაოდენობა 165-მდე გაიზრდება. ეს ნიშნავს კიდევ უფრო მეტ მოქნილობას იმისათვის, რომ თიბისი ბანკის მომხმარებლებს გაუმარტივდეთ სესხის აღება და მიიღონ მაქსიმალურად მათზე მორგებული სერვისი თავისი სამუშაო ადგილიდან გაუსვლელად - ამ გზით მომხმარებლები დაზოგავენ დროს, ენერგიას და ყურადღებას არ მოაკლებენ თავის ბიზნესს. დისტანციური მომსახურება ხორციედება „სამსუნგის“ სპეციალურად ბიზნესისთვის წარმოებული პლანშეტების, galaxy Tab Active, მეშვეობით. „სამსუნგი“ ასევე ტექნოლოგიურად უზრუნველყოფს პლანშეტების დისტანციურ მართვასა და ინფორმაციულ უსაფრთხოებას. პროგრამული უზრუნველყოფა ხდება „ალტა სოფტვეარის“ მიერ შექმნილი სპეციალური ანდროიდის აპლიკაციის, Mobile Loan Officer, მეშვეობით, რაც შესაძლებელს ხდის პლანშეტების მეშვეობით სესხის გაცემას.
„ვამაყობთ, რომ პირველად საქართველოში ჩვენ შევთავაზეთ მომხმარებლებს ინოვაციური სერვისი, რომლისთვისაც უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს ვიყენებთ. ჩვენი მიზანია, საქმე, რომელსაც გუშინ ვაკეთებდით, დღეს ვაკეთოთ უკეთესად და ამ ტიპის მომსახურების შეთავაზებით, ვფიქრობთ, ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციას ბაზარზე. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, „სამსუნგსა“ და „ალტა სოფტვეარს“ ამ პროექტში თანმშრომლობისათვის. თიბისი ბანკი მომავალშიც გააგრძელებს მომხმარებლებისთვის მათივე კომფორტსა და დროის დაზოგვაზე ორიენტურებული სხვადასხვა პროდუქტების შეთავაზება“, - აცხადებს „თიბისი ბანკის“ დირექტორის მოადგილე მიკროფინანსების დარგში ნიკოლოზ ქურდიანი.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)