|
2017-05-11 15:46:58, 1912 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მოქალაქე ეკა გიგაურს: 2012 წლამდე ამ ყველაფერზე რატომ არ საუბრობდით
გორში, კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა საპარლამენტო საარჩევნო სისტემაზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი უფრო გააძლიერდება, რაც მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ იზრდება მთავრობის, როგორც ანგარიშვალდებულების ხარისხი საქართველოს პარლამენტის მიმართ და ძლიერდება ოპოზიციის როლი. ამასთან, გიგაურის განცხადებით, კარგია, რომ საქართველოში მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ხდება.თუმცა, გიგაური არ მიესალმება 5 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის ძალაში დატოვებას და ე.წ. ბონუს სისტემას, რომელიც გამარჯვებული პარტიისთვის გაუნაწილებელი მანდატების მინიჭებას ითვალისწინებს. გიგაურმა მოსახლეობას ბარიერთან და ბონუს სისტემასთან დაკავშირებით, ის ორი ვარიანტი გააცნო, რომელიც კომისიას შესთავაზეს, თუმცა არ გაუთვალისწინებიათ: „ვფიქრობდით, რომ კონსტიტუციის რეფორმის პირობებში, გავაკეთებდით ყველაფერს, მათ შორის მმართველი პარტია გააკეთებდა ყველაფერს, რათა მაქსიმალურად სამართლიანი სისტემა გვქონოდა. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე, ეს ძალიან კარგია, თუმცა, ჩვენ ვერ მივიღებთ იმ სიკეთეებს, რომელიც მოაქვს ამ პროპორციულ სისტემას ზუსტად ამ გადაუნაწილებელი მანდატების გამო. ჩვენ- რამოდენიმე ექსპერტმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა შევთავაზეთ კომისიას ორი ვარიანტი. პირველი- ვთქვით, რომ მოდით, დავწიოთ 3%-მდე ბარიერი, რადგან საქართველოში პოლიტიკური პარტიებისთვის ძალიან რთული იქნება 5%-იანი ბარიერის გადალახვა და შესაბამისად, ძალიან ბევრი დარჩება გაუნაწილებელი მანდატები. ამიტომ, ვთქვით, დაწიეთ ბარიერი და რაც დარჩება მანდატები, ყველა პარტიას გადაუნაწილეთ პროპორციულად. ეს იქნებოდა უფრო მეტად სამართლიანი. მეორე შემოთავაზება იყო, რომ დავწიოთ 3%-მდე ბარიერი, მაგრამ მაშინ, როდესაც მთავრობა ამბობს, შეიძლება კრიზისი იყოსო, თუ ჩვენ არ გვექნება საშუალება, დავაკომლექტოთ მთავრობა, მაშინ დავუმატოთ მხოლოდ იმდენი, რამდენიც მათთვის იქნება საკმარისი, რომ დააკომლექტონ მთავრობა. ესეც არ არის მაინცდამაინც სამართლიანი, მაგრამ ვეცადეთ იმ არგუმენტის გაბათილებას, რაც მათ ჰქონდათ ამ ხნის განმავლობაში,“-აღნიშნა გიგაურმა. მას ერთ-ერთმა მოქალაქემ დარბაზიდან ჰკითხა, 2012 წლამდე ამ ყველაფერზე რატომ არ საუბრობდა. „ყველაფერს ვამბობდით. მაშინაც გამოვდიოდი“,-უპასუხა გიგაურმა.
10 ნოემბერს საქართველოს ბანკი მშობლებისთვის ვებინარს მართავს: მომავლის პროფესია, განათლება და მშობლის როლი AI-ის ეპოქაში
რუსეთმა საფრანგეთში გამართული საპროტესტო აქციები მთავრობის დისკრედიტაციისთვის გამოიყენა
რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - როსსელხოზნადზორი ვიზიტს აჯამებს
სიორიძე - ვაპირებთ, ოცნებას ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)