|
2017-05-10 15:02:33, 2086 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ნადირაშვილი პრეზიდენტის არჩევის წესზე: ეს გამოიწვია ერთმა ადამიანმა - ის არის მარგველაშვილი
„ამხელა ცვლილებები გამოიწვია სწორედ ერთმა ადამიანმა და ეს ადამიანი არის გიორგი მარგველაშვილი, რომელიც თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ დაასახელა თავის კანდიდატურად, აირჩია, შემდეგ გავიგეთ, რომ მას აღმოაჩნდა განსხვავებული ხასიათი, რომელსაც „ქართული ოცნება“ არ ელოდებოდა“,-ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის- ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა. როგორც ნადირაშვილმა აღნიშნა, როდესაც პრეზიდენტის არჩევა ხდება პირდაპირი არჩევნებით მას აქვს სხვა ლეგიტიმაცია, მას აქვს სხვა უფლებამოსილება და როდესაც 300 ადამიანი ირჩევს მას, მისი უფლებამოსილებები არის ძალიან შეზღუდული და დაბალი. „მინდა ჩემი შეხედულება გაგაცნოთ პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვასთან დაკავშირებით და რატომ არ უტოვებენ ადამიანებს უფლებას, რომ თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, აქ არის ძალიან მარტივი პრინციპი - ეს ყველაფერი, ეს ამხელა ცვლილებები გამოიწვია სწორედ ერთმა ადამიანმა და ეს ადამიანი არის გიორგი მარგველაშვილი, რომელიც თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ დაასახელა თავის კანდიდატურად, აირჩია, შემდეგ ჩვენ გავიგეთ, რომ მას აღმოჩნდა განსხვავებული ხასიათი, არა ისეთი, როგორსაც „ქართული ოცნება“ ელოდებოდა. ამიტომ მთელი ამ წლების მანძილზე იყო პრობლემა ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის, პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის. იყო მუდმივი დავა უშიშროების საბჭოზე, დელეგაციების გამგზავრებაზე საზღვარგარეთ და ა.შ. მუდმივი მცდელობა იყო ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციის. ახლა როდესაც „ქართული ოცნება“ თვლის, რომ 300-მა ხმოსანმა უნდა აირჩიოს პრეზიდენტი, თავს იცავს, რომ სამომავლოდ მსგავსი ტიპის შეცდომები აღარ იყოს დაშვებული და თუ მაინც ისევ მოხდება პრეზიდენტის არჩევა, რომელიც გამოავლენს თავის ხასიათს, ის ისევე ახალი გადასარჩევი იყოს, როგორც აირჩიეს და შესაბამისად, სამომავლოდ საერთო-სახალხო არჩევნებით არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაცია არის ძალიან მაღალი“,-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
10 ნოემბერს საქართველოს ბანკი მშობლებისთვის ვებინარს მართავს: მომავლის პროფესია, განათლება და მშობლის როლი AI-ის ეპოქაში
რუსეთმა საფრანგეთში გამართული საპროტესტო აქციები მთავრობის დისკრედიტაციისთვის გამოიყენა
რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - როსსელხოზნადზორი ვიზიტს აჯამებს
სიორიძე - ვაპირებთ, ოცნებას ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)