|
2017-05-09 17:18:01, 2372 ნახვა
ეკონომიკა საზოგადოება
რეგიონში პირველი აგრომარკეტი ქობულეთში გაიხსნა
ქობულეთში, სოფელ გვარაში, რეგიონში პირველი აგრომარკეტი გაიხსნა. ახალი აგრომარკეტის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა ახალი პროექტი, რომელიც აგრომარკეტების ქსელის შექმნას გულისხმობს. აგრომარკეტის გახსნით იქმნება აგროპროდუქციის რეალიზაციის ცენტრი, სადაც წარმოდგენილი პროდუქცია გარე ვაჭრობისას შეძენილ პროდუქციასთან შედარებით გაცილებით ხარისხიანი იქნება. ხარისხთან ერთად, უზრუნველყოფილი იქნება პროდუქციის ფართო არჩვევანიც. აგრომარკეტის სივრცეში აგროწარმოების საშუალებები, მათ შორის შხამ-ქიმიკატები, ნერგები და ჩითილები გაიყიდება. აღსანიშნავია, რომ გვარაში გახსნილი პირველი აგრომარკეტი ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის სანერგე მეურნოების 1000 კვ.მ ფართზეა განთავსებული და დაახლოებით 25 სივრცეს მოიცავს, რაც ამდენივე კომპანიის პროდუქციის წარმოჩენას გულისხმობს. აგრომარკეტი იქნება საუკეთესო ხელშემწყობი საშუალება სოფლის მეუნეობის კუთხით დაინტერესებული ადგილობრივი მწარმოებლებისა და სადისტრიბუციო კომპანიებისათვის. მათ საშუალება მიეცემათ თავიანთი პროდუქციის რეალიზება და რეკლამირება მოახდინონ. აგრომარკეტის ამოქმედებით ფერმერებს საშუალება ეძლევათ ერთ სივრცეში შეიძინონ მათთვის სასურველი ხარისხიანი საქონელი და მიიღონ კვალიფიციური კონსულტაციები თავიანთი მეურნეობების განვითარებისათვის. აგრომარკეტების ტერიტორიებზე წარმოდგენილი იქნება, ასევე, ფინანსური ორგანიზაციები, რომლებიც ადგილზევე შეძლებენ კრედიტების გაცემას აგროსაშუალებების დასაფინანსებლად. აგრომარკეტში მეწარმეებისათვის ფართის დროებით სარგებლობაში გადაცემა მოხდება იჯარის წესით. გვარას აგრომარკეტში მოწყობილია აგრომომსახურების ცენტრი, ხოლო რამდენიმე მეტრში მიმდინარეობს ვეტერინარული კლინიკის მშენებელობა. (NS)
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)