|
2017-05-08 15:51:51, 2128 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: საპარლამენტო მოდელი გვინდა, ნახევრად საპრეზიდენტო თუ საპრეზიდენტო - შეკვეთა ხალხისგან უნდა აგვეღო
„რა გვინდა?! კონსტიტუციური მონარქია გვინდა, საპარლამენტო მოდელი გვინდა, ნახევრად საპრეზიდენტო გვინდა, საპრეზიდენტო გვინდა ამაზე ხალხთან უნდა დაგვეწყო საუბარი და შეკვეთა საზოგადოებისგან უნდა აგვეღო“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა. პრეზიდენტმა დარბაზს მიმართა და განმარტა, რომ მას ხალხთან ურთიერთობის კონტექსტში არ დაუსახავს მიზნად საარჩევნო კამპანიაზე საუბარი. მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ახლა არც მისი საარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობს. „არც ჩემი საარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობს ახლა და არც მიზნად არ დამისახავს მე თქვენთან ურთიერთობის კონტექსტში საარჩევნო კამპანიაზე საუბარი. გულწრფელად მიმაჩნია, რომ მთავარი და გადამწყვეტი ძალა, რომელმაც უნდა ისაუბროს კონსტიტუციაზე, არიან საქართველოს მოქალაქეები. ამიტომ ჩემი საუბარი თქვენთან არის იმ ძირითადი შეხედულებების მოსინჯვა, რომელიც თქვენ გაქვთ ამასთან მიმართებაში, რომელიც თქვენ გაქვთ კონსტიტუციასთან მიმართებაში. თქვენ უნდა იყოთ შემკვეთი ახალი კონსტიტუციის. კითხვები იყო საინტერესო და ნათლად გამოსახავდა იმას, რომ პირველ რიგში თქვენ უნდა იყოთ შემკვეთი ახალი კონსტიტუციის. როდესაც კითხვა დასვა ბატონმა, კონსტიტუციის მონარქიის თაობაზე, როდესაც კითხვები ისმებოდა ქართული პოლიტიკური კულტურის თაობაზე, ეს ყველა საკითხი არის ის საკითხი, რომელიც უნდა დასმულიყო მანამ, სანამ ჩვენ გადავიდოდით თიქთოს იმ კონსენსუსზე, რომ ჩვენ უნდა შევცვალოთ არსებული მოდელი საპარლამენტო მოდელით. საერთოდ მოდელზე საუბარი, რა გვინდა კონსტიტუციური მონარქია გვინდა, საპარლამენტო მოდელი გვინდა, ნახევრად საპრეზიდენტო გვინდა, საპრეზიდენტო გვინდა ამაზე ხალხთან უნდა დაგვეწყო საუბარი და შეკვეთა უნდა აგვეღო საზოგადოებისგან“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
10 ნოემბერს საქართველოს ბანკი მშობლებისთვის ვებინარს მართავს: მომავლის პროფესია, განათლება და მშობლის როლი AI-ის ეპოქაში
რუსეთმა საფრანგეთში გამართული საპროტესტო აქციები მთავრობის დისკრედიტაციისთვის გამოიყენა
რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - როსსელხოზნადზორი ვიზიტს აჯამებს
სიორიძე - ვაპირებთ, ოცნებას ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)