|
2015-01-13 18:49:29, 3957 ნახვა
პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე პიტერ ჰარშს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აშშ-ის სან-დიეგოს პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკის ხელმძღვანელი, პიტერ ჰარში ესტუმრა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ამერიკელ ექიმს თავდაცვის მინისტრი, მინდია ჯანელიძე მოადგილესთან, ლევან ღირსიაშვილთან და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან, პოლკოვნიკ რომან ჯოხაძესთან ერთად შეხვდა და პროტეზირების პროგრამის შესახებ ესაუბრა. მინდია ჯანელიძემ პიტერ ჰარშს საომარ მოქმედებებსა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის დროს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროსთვის დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა პრიორიტეტულია. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, სამხედრო მოსამსახურეებს ულტრა-თანამედროვე პროთეზები აქვთ. მინდია ჯანელიძემ ყურადღება დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციაზე გაამახვილა. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ სამსახურს და კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. შეხვედრაზე მინისტრმა საპროთეზო კლინიკის ხელმძღვანელს სრული მხარდაჭერა აღუთქვა პროგრამის წარმატებით განხორციელების საქმეში. მინისტრთან შეხვედრაზე საპროთეზო კლინიკის ხელმძღვანელმა დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესი განიხილა. დღესვე, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში პიტერ ჰარშმა, გერმანული კომპანია „Ottobock“-ის წარმომადგენლებთან ერთად, ამპუტირებული სამხედრო მოსამსახურეებიც მოინახულა. ექიმი დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მდგომარეობას გაეცნო. ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკულ კორპორაციას „Peter Harsch Prosthetics“ შორის გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურეებს ამპუტირებული კიდურებით, გერმანული კომპანია „Ottobock“-ის მიერ წარმოებული უახლესი ტექნოლოგიების პროტეზები დაუმზადდათ (მიოელექტრო ხელის პროთეზები და ბიონიკური X-3 მუხლის პროტეზები); კონტრაქტის თანახმად, პროთეზები 12 თვეში ერთხელ უნდა შემოწმდეს. პროგრამაში ჩართულია ISAF-ის, OIF-ის სამშვიდობო მისიებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში მძიმედ დაშავებული 19 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც აქვთ ზედა კიდურების, ბარძაყის დონეზე ცალმხრივი და ორმხრივი ამპუტაცია.
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის ინტერვიუზე - მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?
გარემოს ეროვნული სააგენტო - ბათუმში 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა - 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)