22:57 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-08 13:03:37, 2438 ნახვა

ეკონომიკა
რეგიონში ყველაზე დიდი საბანკო გაერთიანება წარმატებით დასრულდა

თიბისი ბანკი მადლობას უხდის ყველა ერთგულ კლიენტს და გუნდს, რომელმაც ეს პროცესი წარმატებით განახორციელა.

თიბისი ბანკი და ბანკი რესპუბლიკა გაერთიანდენ. ორი ბანკის შერწყმის პროცესი, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდებოდა, წარმატებით დასრულდა.

უკვე დღეიდან,  ბანკი რესპუბლიკის მომხმარებლები თიბისი ბანკის სრულფასოვანი კლიენტები არიან.  მათ წვდომა აქვთ თიბისი ბანკის პროდუქტებისა და სერვისების სრულ სპექტრზე, მათ შორის, ისეთ ინოვაციურ პროდუქტებსა და სერვისებზე, როგორებიცაა საუკეთესოდ აღიარებული თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკი; სადეპოზიტე და საკრედიტო პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი და ფილიალებისა და ბანკომატების ფართო ქსელი.

წარმატებით განხორციელდა ორი ბანკის ტექნიკური მიგრაცია, რომელიც 6 და 7 მაისს მიმდინარეობდა, შედეგად უკვე ყველა სახის საბანკო სერვისი სრულად ხელმისაწვდომია, როგორც თიბისი ბანკის, ისე რესპუბლიკის მომხმარებლებისთვის. კლიენტებს მომსახურების მიღება შეუძლიათ, როგორც  თიბისი ბანკის, ისე ბანკი რესპუბლიკის ყველა ფილიალში. 

შერწყმის შედეგად, თიბისი ბანკი საქართველოში გახდა  #1 ბანკი ყველა საბანკო სეგმენტში და მნიშვნელოვნად გაიძლიერა პოზიციები ბაზარზე.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics