|
2017-05-05 16:18:02, 2160 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: საუბარი იმაზე, რომ კონსტიტუციის თავის თავზე მორგება ხდება, მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციაა
„დაუხვეწავ საპარლამენტო მმართველობას ვცვლით დახვეწილი საპარლამენტო მმართველობით, ამასთან დაკავშირებით თავის სიტყვას იტყვის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ვენეციის კომისია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის საყოველთაო განხილვისას განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, უმრავლესობა „აბსოლუტურად წელში გამართულია, როცა საუბარი კონსტიტუციას“ ეხება. „არცერთი ნაბიჯი არ იდგმება უკან. აქ საუბარი არ არის მარტო საერთო სურათზე. არცერთ ნორმასთან მიმართებით არ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს უკან. ყველა მუხლთან მიმართებით შეგვიძლია ძალიან თამამად ვთქვათ, რომ მივდივართ წინ. ამას დაადასტურებს ვენეციის კომისია სულ რაღაც ორ თვეში. ამაზე შემიძლია დღესვე დავდო თავი. თითოეულ მუხლთან მიმართებით ჩვენ მივდივართ მხოლოდ წინ, არსად არ გვაქვს უკან გადადგმული ნაბიჯი. შესაბამისად, საუბარი რაღაცის თავის თავზე მორგებაზე არის მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაცია და მანიპულაცია. ა ასე არ შეიძლება, რომ ჩვენ ეს საკითხი მივაწოდოთ საზოგადოებას. ბოლოს სარეიტინგო კენჭისყრაზე დავსვით საკითხი ვინ იყო არსებული კონსტიტუციის დატოვების მომხრე ანუ იმის მომხრე, რომ საერთოდ არ შეგვეტანა ცვლილებები კონსტიტუციაში. არცერთმა კომისიის წევრმა ხელი არ აწია. დღეს გვაქვს დამახინჯებული კონსტიტუცია, დღეს გვაქვს არადემოკრატიული კონსტიტუცია, კონსტიტუცია, რომელიც ადგენს ძალიან დაუხვეწავ საპარლამენტო მართველობის სისტემას და ჩვენ ამ არადემოკრატიულ კონსტიტუციას ვცვლით დემოკრატიული კონსტიტუციით. დაუხვეწავ საპარლამენტო მმართველობას ვცვლით დახვეწილი საპარლამენტო მმართველობით. ეს არის საერთო სურათი. ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდ იტყვის თავის სიტყვას ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი და ამასთან დაკავშირებით პირველ რიგში ვენეციის კომისია იტყვის თავის სიტყვას. ჩვენ ვართ აბსოლუტურად წელში გამართულები როცა ვსაუბრობთ კონსტიტუციაზე“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
10 ნოემბერს საქართველოს ბანკი მშობლებისთვის ვებინარს მართავს: მომავლის პროფესია, განათლება და მშობლის როლი AI-ის ეპოქაში
რუსეთმა საფრანგეთში გამართული საპროტესტო აქციები მთავრობის დისკრედიტაციისთვის გამოიყენა
რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - როსსელხოზნადზორი ვიზიტს აჯამებს
სიორიძე - ვაპირებთ, ოცნებას ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)