|
2017-05-03 14:59:48, 2187 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე ბობოხიძეს: ქართველი ხალხის მათემატიკური უნარების თაობაზე ცუდი წარმოდგენა გაქვთ
„მათემატიკაში ისევე ატყუებთ ხალხს, როგორც პოლიტიკურად. ძალიან ცუდი წარმოდგენა გაქვთ ქართველი ხალხის მათემატიკური უნარების თაობაზე“,-ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრ აკაკი ბობოხიძეს, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საზოგადოებას მუსოლინის საარჩევნო სისტემას სთავაზობს. „რამდენი კომენტარი უნდა გაკეთდეს ამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, არ ვიცი. მათემატიკაში ისევე ატყუებთ ხალხს, როგორც პოლიტიკურად. ძალიან ცუდი წარმოდგენა გაქვთ ქართველი ხალხის მათემატიკური უნარების თაობაზე“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. შეგახსენებთ, აკაკი ბობოხიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რჩება შთაბეჭდილება, მას კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი წაკითხულიც არ აქვს: „მრჩება შთაბეჭდილება, თქვენ, კომისიის თავმჯდომარეს წაკითხულიც არ გაქვთ, რა პროექტს გვთავაზობთ იმიტომ, რომ ელემენტარული არითმეტიკით დაგითვლით. თქვენი შემოთავაზებული კანონპროექტი უკვე კანონად რომ ყოფილიყო ამოქმედებული, 2016 წლის არჩევნებში მიიღებდით 100-მანდატზე მეტს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარმაც კი არ გამოგიცხადათ ნდობა. თურმე ჩვენ მადლობელი უნდა ვიყოთ იმისა, რომ პირდაპირ მუსოლინივით ბოლომდე არ თავხედობთ და პირდაპირ არ ითხოვთ 2/3-ს, თუმცა ეს 2/3 ირიბად მაინც შეიძლება გამოგივიდეთ“,-აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)