|
2017-05-03 10:57:47, 1710 ნახვა
საზოგადოება
ხაშურის რაიონში კოოპერატივმა „სურამი-2017“ „დანერგე მომავალის“ პროექტის ფარგლებში ახალი ხეხილის ბაღი გააშენა
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „დანერგე მომავალის“ პროექტის მენეჯერმა ლევან დოლიძემ, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ოქრომელიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შიდა ქართლში, ხაშურის რაიონის სოფელ გომში პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, კოოპერატივი „სურამი-2017“ -ის ბაღი მოინახულეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „სურამი-2017“ პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო და 2 ჰექტარზე კენროვანი კულტურა (მაყვალი/ჟოლო), ხოლო 5 ჰექტარზე ვაშლის ბაღი გააშენა, რისთვისაც 61 075 ლარის ოდენობის თანადაფინანსება მიიღო, აქედან სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 12 250 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, ხოლო 48 825 ლარი ნერგებზე. მათივე ინფორმაციით, „დანერგე მომავლის“ პროექტის დაწყებიდან 2017 წლის მარტის ბოლოს მონაცემებით, შიდა ქართლის რეგიონში სულ 1 065 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები, ხოლო გაცემულმა დაფინანსებამ შეადგინა 6 865 242 ლარი. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებული ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 3 343 ჰექტარს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 16 368 274 მილიონ ლარს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. (NS)
თბილისის ერთ-ერთ სკოლაში სპორტული წრის მასწავლებელმა 8-9 წლის ბავშვებთან არერთხელ დაამყარა სექსუალური კონტაქტი
კახა კალაძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ასეთი რანგის სტუმარი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს
სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო
ივანიშვილის წარმომადგენელი გორდულაძე განაჩენის გამოტანამდე ოპოზიციურ პარტიებს არაკონსტიტუციურებს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)