14:06 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 10:32:50, 1753 ნახვა

პოლიტიკა
საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა დღეს გაიმართება

დღეს საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიხსნება. წინა კვირაში, პარლამენტის ბიუროს  სხდომაზე 3-5 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს. დღის წესრიგით 90 -ზე მეტი კანონპროექტი, ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები იყო წარმოდგენილი.

პარლამენტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს.

პარლამენტის პლენარული სხდომა მეორე და მესამე მოსმენით განსახილველ რიგ კანონპროექტებზე იმსჯელებს.

ბიურომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ კანონპროექტების განხილვის პროცედურების დაწყების თაობაზე.

ბიურომ იმსჯელა საორგანიზაციო საკითხებზე, რომელთა შორის არის საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტები „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“.

პროცედურის თანახმად, კანონპროექტები ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადაეცემა. ხოლო შემდგომ, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნა და კონსტიტუციური კანონპროექტის გამოქვეყნება შესაბამისი პროცედურების მიხედვით მოხდება.

საორგანიზაციო საკითხთა შორის ასევე წარმოდგენილი იყო ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ანგარიშები.

პლენარული სხდომა დღეს  12 საათზე გაიმართება. მანამდე კი, ბიუროს სხდომა ჩატარდება, სადაც განსახილველი საკითხები დაზუსტდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics