22:05 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 21:46:10, 2115 ნახვა

ეკონომიკა
2016-ში წინასთან შედარებით, ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილებაში 33%-ით მეტი მიმართვა დაფიქსირდა

2016 წელს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილებაში სულ 1,363 მიმართვა დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 33 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ანგარიშშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, მიმართვების უმრავლესობა - 885 (65 პროცენტი) - ტელეფონით დაფიქსირდა. ამასთან, სხვა სახით დაფიქსირებული მიმართვები რაოდენობრივად აღემატება წინა წლის მაჩვენებლებს: წერილობით დაფიქსირებულია 178 (13 პროცენტი), სოციალური ქსელით 57 (4 პროცენტი), ელექტრონული ფოსტით 120 (8.8 პროცენტი), ხოლო პირადი ვიზიტით 123 (9 პროცენტი). 

„შინაარსობრივად ყველაზე მეტი პრეტენზია მომხმარებლის მხრიდან ფიქსირდება რესტრუქტურიზაციის მოთხოვნასა და წინსწრების დაფარვის პროცედურასთან დაკავშირებით. წინა წელთან შედარებით მომხმარებელთა უფლებების განყოფილებაში დაფიქსირებული მიმართვიანობის ფარდობითი ზრდა ასევე განპირობებულია გალარების პროგრამასთან დაკავშირებული კითხვებით. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებდა ფიზიკური პირების უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი აშშ დოლარით დენომინირებული საბანკო სესხების ნებაყოფლობით გალარებას ბანკსა და კლიენტს შორის შეთანხმების საფუძველზე, სადაც მთავრობა უზრუნველყოფდა შეღავათიანი კურსით სესხების გალარების ხარჯების სუბსიდირებას. 2016 წელს გაგრძელდა მომხმარებელთა პრეტენზიების შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტებთან და საქართველოს ეროვნული ბანკის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან დეტალურად განხილვისა და მომხმარებლებთან შემდგომი კომუნიკაციის პრაქტიკა, მათთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევის მიზნით“,-აღნიშნულია ანგარიშში, რომელიც უკვე პარლამენტშია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics