12:22 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 17:37:40, 1746 ნახვა

საზოგადოება
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სააქტო დარბაზში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მოხსენება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის  ძირითად მიმართულებებზე და განხორციელებულ ღონისძიებებზე მინისტრის პირველმა მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ გააკეთა. ასევე, კულტურის მიმართულებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის შესახებ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლევან ღვინჯილიამ ისაუბრა.

ანგარიშის ბოლოს საზოგადოების წინაშე აფხაზეთის სიმღერისა ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრი „თეთრი ტალღა“ და აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები აფხაზურ ენოვანი სპექტაკლით წარსდგნენ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო
ივანიშვილის წარმომადგენელი გორდულაძე განაჩენის გამოტანამდე ოპოზიციურ პარტიებს არაკონსტიტუციურებს უწოდებს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრალდებულმა ორი პირი ლიმონკით ააფეთქა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics