|
2017-05-01 17:26:04, 1743 ნახვა
ეკონომიკა
აპრილში ტურისტების რაოდენობა 29.7%-ით გაიზარდა
ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2017 წლის აპრილის თვის მონაცემებით, საქართველოს 510,594 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 47,450 - ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +10.2%). მათივე ინფორმაციით, აპრილის თვის მაჩვენებლებით, იმ უცხოელი მოგზაურების, ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 222,622 შეადგინა. ეს რიცხვი 50,966-ით მეტია 2016 წლის აპრილის მაჩვენებელზე (ზრდა +29.7%). 2017 წლის აპრილში ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან (+13.2%), აზერბაიჯანიდან (+7.1%), თურქეთიდან (-19.2%), რუსეთიდან (+16.5%) და უკრაინიდან (+27.2%) განხორციელდა. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, აპრილში გამოირჩეოდნენ გერმანია +74%, გაერთიანებული სამეფო +51%, ლიტვა +43% და პოლონეთი +26. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან უზბეკეთი +332%,საუდის არაბეთი +207%, ირანი +184%, ინდოეთი +114%, ისრაელი +57% და ამერიკის შეერთებული შტატები +34%. 2017 წლის იანვარი - აპრილის თვის მონაცემებით საქართველოს 1,776,719 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 176,869-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +11.1%) ია. იანვარი - აპრილის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 736,265 შეადგინა, რაც 156,087 ით მეტია 2016 წლის იანვარი - აპრილის მაჩვენებელზე (ზრდა +26.9%). ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი 2016 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 481 მილიონ დოლარს (ზრდა +12.5%), რაც 54 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2016 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს2.2მილიარდ (2,166,334,169) დოლარს (ზრდა +11.9%), რაც 230მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2016 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.3%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +15.8%-ია. 2016 წლის ჯამური მონაცემებით კი წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7.1% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.8%. 2017 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადასახადო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 460,780 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +35%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2016 წლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადასახადო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,624,808 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +11.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ვიზიტორთა შესახებ სტატისტიკური მონაცემები ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)