22:05 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-28 18:00:37, 2383 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამთო სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

ავსტრიაში, ქალაქ ინსბრუკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და ფრანგულ კომპანია „კლასტერ მონტანას“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „კლასტერ მონტანა“ საფრანგეთის მთავრობის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც  სამთო კურორტების მართვაშია ჩართულ ყველა მსხვილ ფრანგულ კომპანიას აერთიანებს.

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამთო სფეროში თანამშრომლობას, სათხილამურო ინდუსტრიისა და ოთხსეზონიანი ტურიზმის განვითარებას გულისხმობს. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის" დირექტორის ალექსანდრე ონოფრიშვილის განცხადებით, სამთო სფეროში დასავლური მართვის მეთოდების სიღრმისეული გაცნობა, გაცვლით პროექტებში მონაწილეობის მიღება, სემინარებში ჩართულობა  და სამთო სფეროში  გამოცდილების გაზიარება, რასაც მემორანდუმი ითვალისწინებს, კიდევ უფრო დაეხმარება საქართველოში სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციას, სერვისის გაუმჯობესაბასა და ტურიზმის განვითარებას. 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics