|
2015-04-09 17:37:23, 641 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრი გარდაცვლილი პოლიციელის ბექა მარგიშვილის დაკრძალვას დაესწრო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელის - ბექა მარგიშვილის დაკრძალვას დაესწრო და ოჯახს მიუსამძიმრა. "ვუსამძიმრებ ოჯახს. ეს ადამიანი იყო ასევე შსს-ს დიდი ოჯახის წევრი და მე მინდა ყველას დიდი მადლობა მოვუხადო, ყველა იმ მოქალაქეს, ვინც გაიზიარა ჩვენი გულისტკივილი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველა მოქალაქის გვერდით დგომა ჩვენი პოლიციელებისთვის. ყველაფერს ვაკეთებთ იმ ადამიანის დასაკავებლად, რომ მალე მოხდეს მისი დაკავება, და მე მოვუწოდებ ამ ადამიანს, რომ გამოცხადდეს, ჩაბარდეს პოლიციას და კანონის ფარგლებში მოხდება მისი გასამართლება.ჯერ არ მინდა, რომ ვთქვა რამე ახალი, რათქმა უნდა ვმუშაობთ და ერთ ადგილზე არ ვდგავართ. წინ მივდივართ და ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში მოხდება მისი დაკავება", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. დღეს დაღუპული პოლიციელის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართა. ბექა მარგიშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის და პარლამენტის წევრებმა. დაკრძალვის ცერემონია საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა. შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი, დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად, 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, მეტროსადგურ "ვარკეთილთან", ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით მოქალაქე შალვა აბულაძე შეაჩერეს. შალვა აბულაძემ მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შალვა აბულაძის დაკავების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)