|
2015-04-09 16:30:28, 493 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ვატიკანში დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან და ქართულ დელეგაციასთან ერთად ვატიკანს ეწვია. გიორგი მარგველაშვილს ჩამპინოს აეროპორტში წმინდა საყდრის სახელმწიფოს წარმომადგენლები ნუნციუსი ედმონ ფარა და მამა ოუენ ქინანი დახვდნენ. სახელმწიფოს მეთაური ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დღეს ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან სამუშაო სადილს გამართავს. საქართველოს პრეზიდენტი ხვალ მის უწმინდესობა, რომის პაპ ფრანცისკესთან აუდიენციას გამართავს, რის შემდეგაც წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივნის მოადგილეს მონსინიორ ანტუან კამილიერის და სახელმწიფო სამდივნოს წარმომადგენლებს შეხვდება. გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ქართულ დელეგაციასთან ერთად კულტურული ღონისძიების ფარგლებში ვატიკანის მუზეუმსაც დაათვალიერებენ. საქართველოს პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, ადმინისტრაციის უფროსის მოდგილე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ გრძელიძე.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)