|
2017-04-27 11:33:24, 1761 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში დევნილი ოჯახებისთვის შესყიდული სახლები მოინახულა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა კახაბერ გუგეშაშვილმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის შესყიდულ სახლები მოინახულეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლებიდან აცნობეს, სამინისტრომ ქვემო ქართლის რეგიონში კერძო სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით 191 დევნილ ოჯახს შეუსყიდა. დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, „სოფლად სახლის“ პროექტი წარმატებით მუშაობს და უახლოეს მომავალში სამინისტრო, საქართველოს მასშტაბით, სახლს კიდევ 1000-მდე დევნილი ოჯახისთვის შეიძენს. „სოფლად სახლის პროექტი, სამინისტროს ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. ამ ოჯახების მაგალითზეც ვხედავთ, რომ ადამიანები არა მხოლოდ ძალიან კარგი საცხოვრებელი სახლების მფლობელები გახდნენ, არამედ გაუჩნდათ შემოსავლის წყაროც. მაგალითად, ერთ-ერთ ოჯახს ეზოში აქვს სათბური, სადაც შეუძლია გასაყიდი პროდუქცია მოიყვანოს. ძირითად შემთხვევებში სწორედ ასეთ სახლებს ყიდულობს სამინისტრო დევნილი ოჯახებისთვის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. აღსანიშნავია, რომ „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. სახლებს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს. 2013 წლიდან დღემდე, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, საქართველოს მასშტაბით, სახლი უკვე 1 366 ოჯახს შეუსყიდა. (NS)
ივანიშვილის წარმომადგენელი გორდულაძე განაჩენის გამოტანამდე ოპოზიციურ პარტიებს არაკონსტიტუციურებს უწოდებს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრალდებულმა ორი პირი ლიმონკით ააფეთქა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)