11:16 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-27 10:21:55, 2463 ნახვა

მსოფლიო
Reuters: ისრაელმა დამასკოში არსებულ საბრძოლო მასალების საწყობზე იერიში მიიტანა

ისრაელმა დამასკოს აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საბრძოლო მასალების საწყობზე იერიში მიიტანა, - ამის შესახებ Reuters სადაზვერვო სამსახურში არსებულ სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, საბრძოლო მასალის საწყობს ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მებრძოლები მართავდნენ და მათ იარაღით თეირანი ამარაგებდათ. 

მედიის ცნობით, საბრძოლო მასალების საწყობს თეირანი, სირია-ირანის საჰაერო კორიდორის მეშვეობით იარაღით მუდმივად ამარაგებდა. აღნიშნულ იარაღს ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლები იყენებდნენ, რომლებიც, „ჰეზბოლას“ მეთაურობით, ასადის რეჟიმის მხარეს იბრძვიან. 

ჯერჯერობით უცნობია, ისრაელის მიერ ავია თუ სარაკეტო იერიში განხორციელდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics