|
2017-04-26 16:00:31, 1427 ნახვა
საზოგადოება
,,ამბასადორ კაჭრეთში“ საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ღონისძიება იმართება
სასტუმრო ,,ამბასადორ კაჭრეთში’’ გაეროს ევროპისათვის ეკონომიკური კომისიისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით საქართველოს საგზაო უსაფრთხოების მიმოხილვის ანალიტიკური დოკუმენტის განხილვა მიმდინარეობს. დოკუმენტი გაეროს ევროპისთვის ეკონომიკური კომისიის ექსპერტების მიერ საგზაო უსაფრთხოების სფეროში კრიტიკული ასპექტების და პრიორიტეტული საჭიროებების განსაზღვრის მიზნით არის მომზადებული. შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, საგზაო უსაფრთხოების სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიისა და ეროვნული საგზაო უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის წევრები მონაწილეობენ, ასევე, საფინანსო ინსტიტუტების, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები, არასამთავრობო სექტორის და მასმედიის წარმომადგენლები. გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილია საგზაო უსაფრთხოების შესახებ პირველადი დოკუმენტი, რომელზეც მუშაობა გაგრძელდება. ,,ივლისის თვისთვის ჩვენ ველოდებით სრულყოფილ დოკუმენტს, რომელშიც საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მომდევნო წლების სამოქმედო გეგმა გაიწერება. ამ მიმართულებით უკვე განხორციელდა ძალიან ბევრი ინიციატივა. მათ შორის, იგივე უკონტაქტო პატრული, ქულების შემოღება, ტექდათვალიერების საკითხი. არის ძალიან ბევრი ურთიერთდაკავშირებული, საგანმანათლებლო საკითხები. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ამიტომ ეს არის კომპლექსური თემა, რომელშიც ყველა უნდა იქნას ჩართული,-‘’განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა. საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია, რომ მოხდა საგზაო უსაფრთხოების თემასთან შეხებაში მყოფი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების კომუნიკაცია. ,, მიმაჩნია, რომ ამ კონფერენციას უნდა მოყვეს ერთი მთავარი კრიტერიუმის, ყოველწლიურად ამდენი დაღუპული ადამიანების რაოდენობის არათუ შემცირება, არამედ ჩვენს გზებზე მომხდარი ავარიების განულება. ჩვენ ამას უნდა მივაღწიოთ,-‘’განაცხადა შალვა ოგბაიძემ. დოკუმენტში ასახული რეკომენდაციების გათვალისწინება და მისი განხორციელება ხელს შეუწყობს საგზაო უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებას. შეხვედრაზე ექსპერტების მიერ გაკეთდა მოხსენებები გაეროს კანონმდებლობის თაობაზე უსაფრთხო საავტომობილო ტრანსპორტთან დაკავშირებით. ,,საგზაო უსაფთხოების გაუმჯობესებითვის კომპლექსური მიდგომაა საჭირო. ამაში ჩართული უნდა იყოს, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებასა თუ განათლებაზე ბევრია სამუშაო. ძალიან კარგია, რომ ამ საკითხზე მომუშავე ყველა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაცია გაეროსთან ერთად ჩაერთო ამ პროცესში და დღეს აქ იმყოფება. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ საგზაო უსაფრთხოების დოკუმენტზე, რომლის განხორციელებაც მომავალში მოხდება. რადგან საგზაო უსაფრთხოება საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია,-‘’ განაცხადა საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ნილს სკოტიმ. შეხვედრაზე საქართველოს საგზაო უსაფრთხოების მიმოხილვის ანალიტიკური დოკუმენტის პროექტის მიმართ მხარეებმა სხვადასხვა მოსაზრებები და წინადადებები გამოთქვეს. მათი გათვალისწინებით ჩასწორებული დოკუმენტი მომავალში გამოყენების მიზნით საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებს წარედგინება. (NS)
ივანიშვილის წარმომადგენელი გორდულაძე განაჩენის გამოტანამდე ოპოზიციურ პარტიებს არაკონსტიტუციურებს უწოდებს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრალდებულმა ორი პირი ლიმონკით ააფეთქა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)