|
2017-04-25 19:49:39, 1703 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის აუდიოსტუდიაში ჩაწერილი 30-მდე ქართული ზღაპარი ინტერნეტში განთავსდა
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის აუდიოსტუდიაში ჩაწერილი 30-მდე ქართული ზღაპრის აუდიოვერსია ინტერნეტში თავისუფალი წვდომით განთავსდა. არქივის მოწვევით ბავშვებისათვის ზღაპრები ქართული კინოსა და თეატრის ცნობილმა მსახიობებმა - რუსუდან ბოლქვაძემ, გია აბესალაშვილმა, ქეთევან ჩხეიძემ და რამაზ იოსელიანმა წაიკითხეს. ზღაპრები მინიატურებით მხატვარმა ზაალ სულაკაურმა გააფორმა. ახალი ჩანაწერები 2014 წელს დაწყებული პროექტის - „ქართული ზღაპრები - აუდიობიბლიოთეკა" - გაგრძელებაა. სამი წლის წინათ ეროვნულმა არქივმა საკუთარ ფონდებში დაცული, სტუდია „მელოდიაში" 1960-80-იან წლებში ჩაწერილი 100-მდე ზღაპრის აუდიოჩანაწერი ინტერნეტში თავისუფალი წვდომით გამოაქვეყნა. პროექტს დიდი დაინტერესება მოჰყვა, ამიტომ მისი გაგრძელება და ახალი ჩანაწერების შექმნა გადაწყდა. ახალჩაწერილი ზღაპრები ეროვნული არქივის საიტზე - www.archives.gov.ge და სოციალურ ქსელებში ეროვნული არქივის ოფიციალურ არხებზე - www.soundcloud.com და www.facebook.com-ზე განთავსდა. ზღაპრები CD ფორმატშიც გამოიცემა და ხელმისაწვდომი გახდება ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონის მაღაზიაში. ზღაპრებთან ერთად მსახიობებმა ქართული დიაფილმის გახმოვანებაზეც იმუშავეს და 8 დიაფილმის ტექსტი ჩაწერეს. არქივში 150-ზე მეტი დიაფილმი ინახება და ამჟამად მათი ციფრული ვერსიები მზადდება. ტექსტების აუდიოვერსია ახალ სიცოცხლეს შესძენს 1960-80-იან წლებში პოპულარული მულტიპლიკაციური ფილმების ერთგვარ ნაირსახეობას. დიაფილმების გახმოვანებული ვერსიები ეროვნული არქივის www.youtube.com-ის არხზე აიტვირთა.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრალდებულმა ორი პირი ლიმონკით ააფეთქა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის წევრი, აქტზე ხელმომწერი ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)