|
2017-04-25 18:43:40, 2113 ნახვა
ეკონომიკა
ესტონური მხარე ბიზნეს სექტორების დაახლოებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანმა „ესტონეთის წარმოების" (Enterprise Estonia) მმართველი საბჭოს ახლადდანიშნულ თავმჯდომარესთან ალო იავსკისთან და ორგანიზაციის განახლებულ მმართველ გუნდთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში „ესტონეთის წარმოებასთან" თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კონკრეტული გზები და ინიციატივები განიხილეს. თეა ახვლედიანმა ესტონელ პარტნიორებს გააცნო საქართველოში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ნაბიჯები, ისაუბრა არსებულ საინვესტიციო გარემოზე და საქართველოს, როგორც ბიზნესის წარმოების რეგიონული ჰაბის მზარდ მნიშვნელობაზე. აგრეთვე, განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა და ეკონომიკის შემდგომი ზრდის მასტიმულირებელი მექანიზმები. შეხვედრისას, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ესტონეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას და მისი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პრიორიტეტის ფარგლებში, 2017 წლის მეორე ნახევარში ესტონეთში, ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების განხილვას. ასევე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორებს შორის ურთიერთობების ხელშეწყობის მნიშვნელობას. ესტონურმა მხარემ მიმოიხილა ესტონეთში ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის ხელშეწყობის პრიორიტეტები და დაადასტურა მზადყოფნა გააღრმაოს საქართველოსთან თანამშრომლობა შესაბამისი მიმართულებებით.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)