|
2017-04-25 16:10:19, 2446 ნახვა
საზოგადოება
ელიავას ბაზრობის საფეხბურთო კლუბი 82 სოციალურად დაუცველ ბავშვს ავარჯიშებს
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საქართველოში არაერთი სახელმწიფო პროგრამა მუშაობს, რომელთა ძირითად მიზანს უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების ელემენტარული საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფა წარმოადგენს. სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები მოკლებული არიან ისეთ შესაძლებლობებს, როგორიცაა სპორტულ წრეებზე სიარული. ამის გამო ვერ იხდენენ თავის ოცნებებს, რომ აღარაფერი ვთქვათ პროფესიონალ სპორტსმენებად ჩამოყალიბებაზე. თუმცა, არსებობენ კომპანიები, რომლებსაც თავისი წვლილი შეაქვთ სოციალურად დაუცველი ბავშვების სპორტულ განვითარებაში. ერთ–ერთი მეცენატი ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციაა, რომელმაც საქველმოქმედო საფეხბურთო კლუბი „დიდუბე 2014“ დააარსა. გუნდში სოციალურად დაუცველი 82 და მიუსაფარი 12 ბავშვი სრულიად უსასყიდლოდ ვარჯიშობს. კლუბი 140 ბავშვს აერთიანებს, რომელთაც სრულიად უფასოდ აქვთ სპორტული ინვენტარი და ეკიპირება. გუნდის შენახვა ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციას weliwadSi 50000 (ormocdaaTi aTasi) ლარი უჯდება. კლუბი 2014 წლის 18 ნოემბერს დააფუძნა ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციამ. თავიდან მხოლოდ 2 ბავშვი ვარჯიშობდა გუნდის ბაზაზე. გუნდი, ბოლო 2 წელია, ტურნირებშიც მონაწილეობს, რის საფასურსაც ასევე ელიავას ბაზრობის ადმინისტრაცია იხდის. 2015-16 წლის ჩემპიონატში 2005 წელს დაბადებულთა გუნდმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო 2006-წლიანებმა ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს ტურნირი. ერთ ტურნირში მონაწილეობა გუნდს დაახლოებით 10 000 ლარი უჯდება. „დიდუბე 2014“–ს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში 5 პროფესიონალი მწვრთნელი ემსახურება. კლუბის წევრი ბავშვები რეგულარულად გადიან სპეციალურ სამედიცინო შემოწმებას, რის ხარჯებსაც ასევე ელიავას ბაზრობის ადმინისტრაცია ფარავს. „დიდუბე 2014“–ის დიდების გუნდი მესამე ლიგაში თამაშობს, რომელსაც ერთპიროვნულად ლიდერობს. კლუბი სულ 8 გუნდს აერთიანებს და ბოლო 2 წლის განმავლობაში თითოეულმა 3 შეკრება გაიარა. ფეხბურთელები თითქმის ყოველდღე ატარებენ ვარჯიშებს, რაც გუნდების მესვეურებს მომავალი წარმატებების იმედს აძლევს. გასვლითი თამაშებისთვის კლუბს ყველა პირობა აქვს შექმნილი. სატრანსპორტო საშუალებით და აუცილებელი სპორტული კვების რაციონით ფეხბურთელებს ელიავას ბაზრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს. სპორტულ კლუბ ”დიდუბე 2014“-ის ხელმძღვანელი ლაშა მიმინოშვილი: – „ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ სოციალურად დაუცველ ბავშვებზე, რადგან მათ ჰქონდათ ბევრი პრობლემა. აქ იყვნენ ბავშვები, რომლებიც 4-5 ჯერ იყვნენ პროკურტურაში ნამყოფები, ოჯახში ჰქონდათ პრობლემები. იყო ბვშვი, რომელიც თავშესაფარში იზრდებოდა, ჩვენ მის მშობელს სამსახური დავაწყებინეთ. წამოვიყვანეთ ეს ბავშვი სახლში. ორ კვირაში ერთხელ ჩვენ დავდივართ სკოლებში და ვამოწმებთ ბავშვების მოსწრებას. რამდენიმე ბავშვი კლასში იყო ჩარჩენილი, მოვამზადეთ ისინი დ გადავიდნენ იმ კლასში, რომელიც ეკუთვნოდათ. კლუბში გვყავს ფსიქოლოგიც“. ლაშა მიმინოშვილი პროგრამა მინიმუმად „დიდუბე 2014“–ის მეორე ლიგაში გადასვლას ასახელებს, რაც საკმაოდ რეალისტურად გამოიყურება. დღეს, უფროსების გუნდი პირველ ადგილზეა მესამე ლიგის სატურნირო ცხრილში. მეორე ლიგაში გაჩერებას არ აპირებს გუნდის თავკაცი და სამომავლოდ, უფრო დიდი წარმატებების იმედი აქვს.
(NS)
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრალდებულმა ორი პირი ლიმონკით ააფეთქა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის წევრი, აქტზე ხელმომწერი ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)