|
2017-04-25 15:51:06, 2099 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
დავით სერგეენკო: მოვუწოდებ ყველას, შშმ პირებთან დაკავშირებული თემით სპეკულირებას თავი დაანებონ
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების აქციას გამოეხმაურა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სახელმწიფომ მათ შვილებს სხვადასხვა მომსახურების მისაღებად დაფინანსება შეუმცირა. დავით სერგეენკომ, პირიქით, შშმ პირების სოციალური პაკეტის მზარდ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება. მანვე ყველას მოუწოდა, აღნიშნული თემით სპეკულირებას თავი დაანებონ და ადამიანებს ცრუ მოლოდინები არ გაუჩინონ: „ყველას მინდა გთხოვოთ, რომ ისეთი ფაქიზი თემები, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და ზოგადად, მოქალაქეები არ გასცენ ცრუ დაპირებები, რომლებიც რეალობაში ვერ შესრულდება და კარგ კოორდინაციაში იყვნენ ამ პროექტების განმახორციელებელთან, ანუ ჯანდაცვის სამინისტროსთან. რაც შეეხება ციფრებს და შემცირებას, მე ამის შესახებ ვიცოდი, შშმ პირების სოციალური პაკეტი, პენსიასაც ეძახიან ხოლმე, 2012 წელს იყო 70 ლარი, 2013 წელს გახდა 100 ლარი, 2015 წელს 150 ლარი, 2016 წელს 180 ლარი. გასაგებია, რომ ეს არ არის დიდი თანხა, მაგრამ დინამიკა ნათელია. რაც შეეხება საკუთრივ ამ სახელმწიფო პროგრამას, 2015 წელს თუ იყო 1.65 მეათედი მილიონი ლარი, 2016- ში გახდა 1.72 მილიონი ლარი, 2017 წელს გახდა 1.94 მილიონი ლარი. ეს ციფრები გვაჩვენებს იმას, რომ არანაირი კლება, პირიქით მატებაა. ცხადია, რომ ეს არ არის საკმარისი, არ არის საბოლოოდ დახურული თემა, წლის განმავლობაშიც არსებული ფიქსირებული ბიუჯეტის ფარგლებში მიდის მუშაობა იმაზე, რომ უფრო ხარჯეფექტურად გამოვიყენოთ ეს რესურსები. თუმცა, ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, ამ თემით სპეკულირებას თავი დაანებონ და ვინც არ არის ჩახედული ამ საკითხში, შეიძლება ჩემი გუნდის წევრებიც იყვნენ, ცრუ დაპირებები და მოლოდინები არ გაუჩინონ ამ ადამიანებს“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრალდებულმა ორი პირი ლიმონკით ააფეთქა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის წევრი, აქტზე ხელმომწერი ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)