|
2017-04-24 20:31:48, 1348 ნახვა
სპეციალური ანონსი
25 აპრილის ანონსი
25 აპრილს, 10:30 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პროექტის „ახალგაზრდები გენდერული თანასწორობისათვის“ ტრენერებს შეხვდება. მის: ჭავჭავაძის გამზ. #32 25 აპრილს, 11:00 საათზე, „ისრაელის სახლში“ ქართველი შინდლერების პარკის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. მის.: თავისუფლების მოედანი #4 25 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. (მის: ინგოროყვას 7). 25 აპრილს, 12:00 საათზე სასტუმრო "მოხალისეში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები სპორტულ მედიასთან შეხვედრას გამართავენ, რომლის მთავარი თემა მიმდინარე აქტუალური საკითხები და სამომავლო გეგმები იქნება. მის: ახალი თბილისი, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია 25 აპრილს, 14:00 საათზე, სასტუმრო „მუზეუმში“ მსოფლიოს წამყვანი სატელიტური ოპერატორი კომპანია SES საქართველოში ჩატარებული სატელიტური კვლევის შედეგების პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციას ჩაატარებს კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებით სკანდინავიის, ბალტიისპირეთის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ანნა-კარინ მოდიჰი და SES-ის ბაზრის მკვლევარი და უფროსი ბიზნეს-ანალიტიკოსი რიკარდო ტოპჰემი. მის.: ორბელიანის ქ. N10, სასტუმრო „მუზეუმი ორბელიანი“, საკონფერენციო ოთახი საკონტაქტო პირი სოფო ჭავჭანიძე - 595 002 277 25 აპრილს, 15:00 საათზე, პარლამენტში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში მიმდინარე მუშაობის შესახებ მოხსნებით წარდგება. მის: საქართველოს პარლამენტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) 25 აპრილს, 15:00 საათზე, კულტურის სამინისტროში, იაპონიაში საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წარმატებულ გასტროლთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ოპერის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი გაუძღვებიან. 25 აპრილს, 17:00 საათზე, მთაწმინდის პარკში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შექმნიდან 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. მის.: ფუნიკულიორის ზემო პლატო, მთაწმინდის პარკი „ამერიკის დღეები 2017“-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები: 12:00-13:30 საათი, „ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის 25 წელი: საერთო წარსული, საერთო მომავალი“ (მის.: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი) 17:00-19:00 საათი, საქართველოს ამერიკელი მეგობრები წარმოგიდგენთ: ამერიკული აკადემიის სტუდენტთა ფოტო-გამოფენა „გამქრალი თბილისი“, ხელოვნების რეაბილიტაციის პროექტის „უნარ-ჩვევები ცხოვრებისთვის“ პრეზენტაცია. (მის.: დარეჯანის სასახლე. ფერიცვალების ქ.7) 25 აპრილს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში თანამედროვე ქართველი არტისტის, ზურაბ არაბიძის ნამუშევრების ერთ-ერთი სერიის F63.9-ის პრეზენტაცია გაიმართება. დასწრება თავისუფალია მისამართი: თიბისი ბანკის სათავო ოფისი, მარჯანიშვილის #7, თიბისი გალერეა (მე-4 სართული).
ჰუსიტებმა პირველად შეუტიეს საუდის არაბეთის დედაქალაქს
მოსკოვში „გაზპრომ ნეფტის“ ბენზინგასამართ სადგურებზე დრონით თავდასხმის შემდეგ, ბენზინი გაქრა
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)