|
2017-04-24 16:11:05, 2309 ნახვა
მსოფლიო
მარინ ლე პენი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს მოიგებს
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, "ნაციონალური ფრონტიდან" მარინ ლე პენ დარწმუნებულია, რომ საფრანგეთში საპრაზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 7 მაისაა დაგეგმილი, გაიმარჯვებას. როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, ის არჩევნების შედეგებით კმაყოფილია და მყარ პოზიციებზე რჩება. "ვრჩებით. წარმატებულად გამოვალთ არჩევნების მეორე ტურში. ეს არჩევნები, ფაქტობრივად, რეფერენდუმია იმის შესახებ, უნდა დაიშვას თუ არა გლობალიზაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით ფრანგებმა ცხადი და აშკარა არჩევანი უნდა გააკეთონ. დარწმუნებული ვარ, რომ ფრანგების უმრავლესობა გლობალიზაციის წინააღმდეგია", - აღნიშნა ლე პენმა. ცნობისთვის, ლე პენმა მეტოქე ემანუელ მაკრონი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის ტერორიზმთან ბრძოლაში სუსტია. ამავე თემაზე: ვინ არის მარი ლე პენი? qui est madam Le Pen? საფრანგეთი 25-ე პრეზიდენტის მოლოდინში
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)