|
2017-04-20 21:50:11, 1935 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის სამთავრობო დელეგაცია ეწვია
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია. როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, პრემიერ-მინისტრს აეროპორტში ვიცე-პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და უნგრეთში საქართველოს ელჩი ზაზა კანდელაკი დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. იგეგმება ხელმოწერა ოფიციალურ დოკუმენტებზე და უნგრულ-ქართულ ბიზნეს ფორუმში მონაწილეობა. დახვედრის ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით უნგრეთის დელეგაციის წარმომადგენლობითი დელეგაცია ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის გამოხატულებაა. „უნგრეთი საქართველოს ევროპული და ევრო ატლანტიკური გზისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია. ჩვენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დიდი შესაძლებლობები გვაქვს, განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ბიზნეს ფორუმი, რომელზეც წარმოდგენილი იქნებიან ქართული და უნგრული ბიზნესის წარმომადგენლები. ჩვენ თანამშრომლობას ვაღრმავებთ ყველა მიმართულებით და ამ პერსპექტივებს განვიხილავთ როგორც ჩემს კოლეგასთან, ასევე დელეგაციის სხვა წევრებთან." შეგახსენებთ, რომ უნგრეთის რესპუბლიკის დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხელმძღვანელობს, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, ეროვნული ეკონომიკის მინისტრი მიჰაი ვარგა, ადამიანური რესურსების მინისტრი ზოლტან ბალოგი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შანდორ ფაზეკაში, ეროვნული განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ანდრაშ არადსკი და პრემიერ-მინისტრის კაბინეტის უფროსი იანოშ ნაგი იმყოფებიან.
10 ნოემბერს საქართველოს ბანკი მშობლებისთვის ვებინარს მართავს: მომავლის პროფესია, განათლება და მშობლის როლი AI-ის ეპოქაში
რუსეთმა საფრანგეთში გამართული საპროტესტო აქციები მთავრობის დისკრედიტაციისთვის გამოიყენა
რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - როსსელხოზნადზორი ვიზიტს აჯამებს
სიორიძე - ვაპირებთ, ოცნებას ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)