|
2017-04-20 14:16:44, 1829 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ საკონსტიტუციო კომისია დატოვეს
„ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დატოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს შალვა შავგულიძემ და ირაკლი აბესაძემ განუცხადეს. მათი თქმით, საკონსტიტუციო კომისია საარჩევნო სისტემასთან და პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას აპირებს, რომელიც დიდ უპირატესობას ანიჭებს სახელისუფლებო ძალას და მიმართულია პრეზიდენტის ინსტიტუტის რეალური უფლებამოსილებებისგან დაცლისკენ. ,,ევროპული საქართველო ბოლო მომენტამდე ცდილობდა საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობის დროს მიგვეღო ისეთი საკონსტიტუციო მოდელი, საარჩევნო სისტემა, რომელიც ამომრჩეველს შესაძლებლობას მისცემდა მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეეცვალა ქვეყანაში ხელისუფლება, რომელიც დღეს ამ ქვეყნის განვითარების და ჩვენი მოსახლეობისთვის ცხოვრების გართულების ერთადერთ ძირითად ფაქტორად იქცა. ამის ნაცვლად, ჩვენ კარგად ვხედავთ, თუ როგორ ცდილობს ქართული ოცნება საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრას და ნაცვლად დემოკრატიული, სამართლიანი საარჩევნო სისტემისა, კვლავ ცდილობს საარჩევნო სისტემა მორგებული იყოს სახელისუფლებო პარტიის ინტერესებზე და ისე, რომ მას არ ჰქონდეს რეალურად ამომრჩევლის მხარდაჭერა ხელოვნურად შეინარჩუნოს ხელისუფლება, ხელოვნურად შეძლოს მთავრობის დაკომპლექტება ისე, რომ შესაბამისი მანდატი ამომრჩევლისგან მას არ ჰქონდეს. ამ ყველაფრის პარალელურად, საქართველოს მოსახლეობას ერთმევა შესაძლებლობა თავად გადაწყვიტოს ვინ უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ქართული ოცნების მმართველობის პირობებში კარგად გამოჩნდა რამხელა პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელი შეიძლება იყოს ქვეყნის სწორად განვითარების და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის. ამ ყველაფრის გთავლისწინებით, რა თქმა უნდა მას შემდეგ, რაც გავეცანით საბოლოო დოკუმენტს, აღმოჩნდა, რომ საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში არანაირი აზრი ქართულ ოცნებასთან პირისპირ საუბარს და ქვეყანაში დემოკრატიული კონსტიტუციური პრინციპების დამკვიდრების მცდელობას არ აქვს. ჩვენ ვტოვებთ საკონსტიტუციო კომისიას და შემდგომ ერთობლივი კონსულტაციების გზით დავსახავთ გეგმებს, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ პოლიტიკური და სამართლებრივი ბრძოლა, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა გააჩინოს ხელისუფლების მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეცვლის შესაძლებლობა და ამის განცდა არ დაუკარგოს ქართველ ამომრჩეველს“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. შეგახსენებთ, საკონსტიტუციო კომისია „ნაციონალურმა მოძრაობამ“, პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ და „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ დატოვეს. ასევე, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებიც. უფრო მეტიც, საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, ისინი შიმშილობის დაწყებასაც აანონსებენ.
10 ნოემბერს საქართველოს ბანკი მშობლებისთვის ვებინარს მართავს: მომავლის პროფესია, განათლება და მშობლის როლი AI-ის ეპოქაში
რუსეთმა საფრანგეთში გამართული საპროტესტო აქციები მთავრობის დისკრედიტაციისთვის გამოიყენა
რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - როსსელხოზნადზორი ვიზიტს აჯამებს
სიორიძე - ვაპირებთ, ოცნებას ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)