|
2017-04-20 13:36:33, 2080 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა
ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატარინა მატერნოვამ. შეხვედრა ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატარინა მატერნოვამ დადებითად შეაფასა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი პროგრამის დაწყება და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება კარგი გზავნილია საქართველოს სხვა საერთაშორისო პარტნიორებისთვის. „ქართულ დელეგაციასთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. შეხვედრის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შევეხეთ. მინდა ხაზი გავუსვა იმ დადებით მოვლენას, რომ 28 მარტს, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. ასევე, ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის დაამტკიცა ახალი, სამწლიანი პროგრამა. შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მთავრობამ საკმაოდ შემჭიდროვებულ პერიოდში ძლიერი პროგრამა წარადგინა. სავალუტო ფონდთან მიღწეული შეთანხმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის. ევროკავშირი და ევროპული კომისია მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების გახორციელებაში. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განვიხილეთ შეეხო ევროკომისიის დახმარებას მაკროფინანსური მიმართულებით. შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ ენერგოეფექტურობის საკითხზე. საქართველოს მთავრობასთან ერთად ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ენერგოსტანდარტები შენობებში, რაც ენერგიის დაზოგვას შეუწყობს ხელს. ამას გარდა ვისაუბრეთ თანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე“, - აღნიშნა კატარინა მატერნოვამ. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამის დაწყება პოზიტიური სიგნალია როგორც საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომლებიც ფიქრობენ საქართველოში ბიზნესის დაწყება-განვითარებას, ასევე, სხვა დონორი ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ქვეყნის მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მხარდაჭერას ახორციელებენ. ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად, მხარეებმა განიხილეს ენერგოეფექტურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები და ამ მიმართულებით ევროკავშირისა და სხვა დონორების მხრიდან მხარდაჭერის პერსპექტივები. დიმიტრი ქუმსიშვილმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსადმი დახმარების პროგრამების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ეს პროგრამები პასუხია ქვეყნის მოსახლეობის მიერ გამოხატულ ევროპულ არჩევანზე. მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირის მხარეს იმ გაწეული დახმარებისთვის, რომელსაც საქართველო ევროკავშირისგან იღებს. კატარინა მატერნოვამ კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის სრულად განხორციელების და აღნიშნული პროცესის წარმატებით დასრულების გამო. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მზაობას, კვლავ გააგრძელოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელება. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ევროკომისიასთან თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტული მიმართულებები. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ევროკომისიის ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხთა გენერალური დირექტორატის საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელი ელენა ფლორესი, საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა. (NS)
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)