10:29 - 10 May, 2026
|
2017-04-19 13:35:47, 2419 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი ჰიუსტონის საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. ბუშის პრეს მდივნის ჯიმ მაკგრატის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს პნევმონიის მარტივი ფორმა დაუდგინდა. „ჯორჯ ბუშ უფროსს ხველების გამო სუნთქვა უჭირდა და ის ჰიუსტონის საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც პნევმონიის მარტივი ფორმა დაუდგინდა. დაწყებული მკურნალობა დადებითად მოქმედებს პაციენტზე“, - განაცხადა მაკგრატმა. მედიის ინფორმაციით, 92 წლის ყოფილი პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს, თუმცა სრულ გამოჯანმრთელებამდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ცნობისთვის, ჯორჯ ბუშ უფროსი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტს 1989-დან 1993 წლამდე იკავებდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)