|
2017-04-18 09:37:49, 2315 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს II მოსმენით განიხილავენ
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს II მოსმენით განიხილავს. კომიტეტის აპარატის ინფორმაციით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება კანონპროექტთა პაკეტის ცალკეული ნორმების მუხლობრივი განხილვა. საკომიტეტო სხდომაზე კომიტეტის მოწვევით სხდომაზე დასასწრებად საქართველოს ეწვევა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც კანონპროექტის საერთაშორისო ექსპერტიზასა და მხარდაჭერას უზრუნველყოფენ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარიან ივანუშა საზოგადოებას გააცნობს საკვანძო საკითხებში კანონის იმპლემენტაციის საერთაშორისო გამოცდილებას, ხოლო თამბაქოს ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ექსპერტები ენდრიუ ვილიამ ბლეკი და როდრიგო სანტოს სეიხო, აგრეთვე თამბაქოს მოხმარების პრევენციის ევროპული ქსელის (ENSP) წამყვანი ექსპერტები დომინიკ გუიანგი კონკრეტული სადავო ნორმების ექსპერტიზას და არგუმენტაციას წარმოადგენენ. „დაგეგმილი რეფორმის საზოგადოების წინაშე გაფართოებული საჯარო დისკუსიის გამართვა მიზნად ისახავს ქვეყნისთვის ოპტიმალური სამართლებრივი მოდელის შეთავაზებას საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით. წარდგენილი რეფორმის საერთაშორისო კლასის სპეციალისტების მიერ ჩატარებული ექსპერტიზა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქართული კანონმდებლობის პროგრესული სამყაროს სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის თვალსაზრისით. პროცესის წარმატებულად წარმართვისათვის მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართულობის გაძლიერება, მათი ინფორმირებულობის დონის ამაღლება, ამ სფეროში თანამედროვე, ევროპული მიდგომების მომცველი პოლიტიკის დანერგვის მხარდასაჭერად“, - ნათქვამია პარლამენტის აპარატის განცხადებაში. ცნობისთვის, პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 5 აპრილს მიიღო.
10 ნოემბერს საქართველოს ბანკი მშობლებისთვის ვებინარს მართავს: მომავლის პროფესია, განათლება და მშობლის როლი AI-ის ეპოქაში
რუსეთმა საფრანგეთში გამართული საპროტესტო აქციები მთავრობის დისკრედიტაციისთვის გამოიყენა
რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - როსსელხოზნადზორი ვიზიტს აჯამებს
სიორიძე - ვაპირებთ, ოცნებას ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)