|
2015-04-08 16:00:32, 475 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე დეპუტატებს მოუწოდებს საჰაერო თავდაცვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ხმამაღლა ნუ საუბრობენ
თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ადასტურებს, რომ მან საფრანგეთში ირაკლი ალასანიას მისი მინისტრობის პერიოდში დაურეკა. როგორც ჯანელიძემ პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე განაცხადა, მან ალასანიას სთხოვა, რომ საჰაერო უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა გადაევადებინათ. „კი ბატონო, დავურეკე იმ მიზეზის გამო, რომ გაგვევლო ის პროცედურები და შემდეგ მოგვეწერა ხელი“, - აღნიშნა ჯანელიძემ. მინდია ჯანელიძემ დეპუტატებს მოუწოდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ხმამაღლა ნუ ისაუბრებენ, რადგან ის სახელმწიფო ინტერესებს შეიცავს. მისივე თქმით, ამ თემის დეტალებზე ნდობის ჯგუფთან ისაუბრებს. „მემორანდუმი რამე ხელშეკრულების ხელმოწერას არ ითვალისწინებს. მინდა დავაზუსტო, რომ ეს საკითხი არის განხილული, მისი გარკვეული ნაწილი მოწონებული იყო, ნაწილი არა“, - აღნიშნა ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)