|
2015-04-08 15:56:42, 658 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ხაბაძეს მადლობის სერტიფიკატი გადაეცა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე საქართველოს სოლიდარობის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა - მარიამ ჯაშმა და საქართველოს სოლიდარობის ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა - ხატია ფიჩხაიამ, რეგიონის ხელმძღვანელობას დღეის მდგომარეობით ფონდში მობილიზებული თანხებისა და დაფინანსებული ბენეფიციარების შესახებ ანგარიში წარუდგინეს. სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ხელშეწყობისა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობის სერტიფიკატი გადასცა. „მოხარული ვარ რომ ეს სიგელი მივიღეთ. იგი ეკუთვნის მთლიანად აჭარას. მოგეხსენებათ რომ ძირითადად საჯარო მოხელეები ვართ ჩართული, თუმცა კერძო კომპანიებიც არ იშურებენ თანხას ქველმოქმედებისთვის და ამის ნათელი მაგალითია კომპანია „ატლას-ჯორჯია“, რომელმაც ფონდს დასაწყისისთვის 500 000 ლარი გადაურიცხა. ვფიქრობ რომ დიდი წვლილი შეიტანა აჭარამ სოლიოდარობის ფონდში, რომელმაც 2014-15 წლის განმავლობაში 22 წლამდე ასაკის 78 მოქალაქე დააფინანსა. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ფონდთან თანამსრომლობას. ვფიქრობ, ყველა უწყებაში უნდა იყოს ეს პრეზენტაცია ჩატარებული, რომ ყველამ გაიგოს თუ როგორ იხარჯება, სად და ვის ხმარდება თითოეული ლარი, რომელსაც სოლიდარობის ფონდში რიცხავენ მოქალაქეები. ჩემთვის სასიამოვნოა, რომ აჭარიდანაც იყვნენ პაციენტები, რომლებმაც ამ ფონდის საშუალებით იმკურნალეს“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელები დღესვე რეგიონში არსებულ იმ კომპანიებისა და საჯარო სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდებიან, რომლებიც ფონდის ქველმოქმედებაში არიან ჩართული.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)