|
2015-04-08 15:41:06, 5189 ნახვა
სპორტი
მოქალაქეები ცხოველების მოვლა-პატრონობის შესახებ მიღებული დადგენილების გაუქმებას ითხოვენ
თბილისის საკრებულოსთან დედაქალაქის მერის წინააღმდეგ ერთდროულად რამდენიმე აქცია გაიმართა. ადგილზე მისულები იყვნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე პარტიზანი მებაღეები, რომლებმაც დავით ნარმანიას გადადგომა მოითხოვეს. როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, საკრებულოსთან ამ დროისთვის მხოლოდ იმ აქციის მონაწილეები რჩებიან, რომლებმაც ცხოველების მოვლა-პატრონობის შესახებ საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილება გააპროტესტეს. ამასთან, აქტივისტები ამბობენ, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საქმიანობა კორუფციის ნიშნებს შეიცავს. ცხოველების მოყვარული მოქალაქეები საკრებულოსთან ძაღლებით არიან მისულები. "მიიღონ ისეთი კანონი, რომელიც ცხოველთა უფლებებს დაიცავს, როგორც მიუსაფარი ცხოველების, ასევე მათი მოყვარულების უფლებებს და არ მოხდება მათი დისკრედიტაცია. ამოიღონ ის პუნქტები, რომლებიც იძლევა ორაზროვანი გადაწყვეტილების საშუალებას, დააკონკრეტონ. დადგენილება ითვალისწინებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტული ცხოველი ჯანმრთელია თუ არა, აგრესიულია თუ არა, უნდა მოხდეს მათი ყველას დაძინება, და ჩვენი პროტესტის მიუხედავად, ეს დადგენილება მაინც მიიღეს",-აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. ცნობისთვის, ამწუთებში თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას უსმენენ.
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2026 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში ოფიციალურად გადასცა
თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა The Digital Banker-მა საქართველოში საუკეთესოდ აღიარა
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, მაუწყებლობა შეწყდა
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)